სალიკური სამართალი (ლათ. lex Salica) – ეს სახელი წარმოდგება სალიელი ფრანკებისაგან. ფრანკები ორ დიდ ტომობრივ გაერთიანებად იყოფოდნენ სალიელ (სალი -კელტურად ზღვას ნიშნავს) და რიპუარელ ფრანკებად (რიპა-მდინარეს ნიშნავს, იგულისხმება რაინი). სამართლის კოდექსი. დოკუმენტის ენაა ვულგარული ლათინური. სალიკური სამართლის კრებული შედგენილია V საუკუნის დასასრულსა და VI საუკუნის დასაწყისში, სავარაუდოდ, ხლოდვიგ I-ის მიერ. თავისი მნიშვნელობა დაკარგა X საუკუნეში.

ფრანკების მეფე ხლოდვიგი ჩუქნის ხალხს სალიკურ სამართალს. ფრანგული მინიატურა XIV ს.

დოკუმენტი შედგება ორი პროლოგის, ორი ეპილოგისა და ძირითადი ტექსტისაგან. იგი დაყოფილია ტიტულებად ანუ თავებად რომელშიც ჩამოთვლილია დანაშაულები და მათი შესაბამისი სასჯელები. დღეისათვის "სალიკური სამართლის" სამოცამდე ხელნაწერია შემორჩენილი.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება