კასტილიის სამეფო

კასტილიის სამეფო (ესპ. Reino de Castilla, ლათ. Regnum Castellae) — მდებარეობდა არაგონისა და პორტუგალიის სამეფოებს შორის — პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში.

კასტილიის სამეფო
Reino de Castilla (ესპანური)
Regnum Castellae (ლათინური)

Royal Banner of Leon.svg
 
Bandera de Reino de Navarra.svg
10651230 წწ. Royal Banner of the Crown of Castile (Early Style)-Variant.svg
Royal Banner of the Kingdom of Castile.svg Royal Arms of Castille (1214-15th Century).svg
დროშა გერბი
506-Castile 1210.png
კასტილიის სამეფო
დედაქალაქი ბურგოსი (1037-1087)
ტოლედო (1087-1230)
ენა ესპანური,
ბასკური,
მოსარაბული
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
მმართველობის ფორმა მონარქია
მეფე
 - 1065 - 1072 სანჩო II (პირველი მეფე)
 - 1217 - 1230 ფერნანდო III (ბოლო მეფე)

ამ სამეფოს სახელწოდება — კასტილია ნიშნავს ქალაქების, ანუ კოშკების ქვეყანას. კასტილიაში დიდი რაოდენობით იყო თავისებური სტრუქტურის მქონე ქალაქები. ისინი ძველად ციხე-სიმაგრეებს წარმოადგენდნენ, რომელთა დანიშნულება თავდაცვა იყო და ამავე დროს სამხრეთისკენ მოგზაურობის საიმედო დასაყრდენს ქმნიდნენ. ქალაქების მოსახლეობა სამხედრო საქმეს ეწეოდა. მათგან დგებოდა ცხენოსნებისა და ქვეითების შეიარაღებული რაზმები. ქალაქები ხშირად დამოუიკიდებელ ლაშქრობებს აწყობდნენ მავრების წინააღმდეგ. ქალაქის შეიარაღება და ბრძოლისათვის მზადყოფნა მათ შესაძლებლობას აძლევდა დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ აგრეთვე ესპანელი მსხვილი ფეოდალების ხელყოფისაგანაც.

თავიანთი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და მავრების წინააღმდეგ საბრძოლველად ქალაქები ურთიერთშორის კავშირს ამყარებდნენ, რომელსაც ჰერმანდადი ეწოდებოდა. მეტი სიძლიერის მოპოვების მიზნით ისინი ხშირად უკავშირდებოდნენ გლეხურ თემებს — „ბეჰეტრიებს“. სამხედრო საქმიანობასთან ერთად ისინი სოფლის მეურნეობასაც მისდევდნენ.

ლიტერატურარედაქტირება

  • გ. ტივაძე, შუა საუკუნეების ისტორია, ტ. 2. თბ. 1970.გვ. 114-116