ბურგოსი (ესპ. Burgos) — ესპანეთის ბურგოსის პროვინციის დედაქალაქი. ყოფილი კასტილიის დედაქალაქი. შედის ალფოს-დე-ბურგოსის რაიონის ნაწილში და კასტილიასა და ლეონის ავტონომიურ გაერთიანებაში. მოსახლეობით ბურგოსი 37-ე ადგილს იკავებს ესპანეთში. ბურგოსი ცნობილია თავისი ძეხვით, სახელწოდებით "Morcilla de Burgos". იგი მზადდება სისხლისგან, ცხიმისა და ბრინჯისგან.

ქალაქი
ბურგოსი
ესპ. Burgos
Burgos - Catedral 163.jpgMonumento al Cid (Burgos) 01.jpg
Burgos city view facing south east.jpg
Arco de Santa María Frontal.JPGBurgos - Plaza Mayor 3.jpg
Cartuja de Miraflores.JPGMEH Lateral.JPG
დროშა გერბი
Flag of Burgos (without COA).svg Escudo de Burgos.svg

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
რეგიონი კასტილია და ლეონი
პროვინცია ბურგოსის პროვინცია
კოორდინატები 42°21′00″ ჩ. გ. 03°41′24″ დ. გ. / 42.35000° ჩ. გ. 3.69000° დ. გ. / 42.35000; -3.69000
ქალაქის მერი ხუან კარლოს აპარისიო
დაარსდა 884
ფართობი 107,08 კმ²
ცენტრის სიმაღლე 856
მოსახლეობა 178 574 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1546 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +34 947
საფოსტო ინდექსი 09001–09007
საავტომობილო კოდი BU
ოფიციალური საიტი aytoburgos.es
300
300

ისტორიარედაქტირება

ბურგოსი დაარსდა IX საუკუნეში (სავარაუდოდ 884 წ.) მეფე ალფონსოს III დიდის მიერ[1], როგორც მნიშვნელოვანი დასაყრდენი წერტილი მავრებთან ბრძოლის წინააღმდეგ და XI საუკუნემდე გახდა ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, სადაც კასტილიის მეფეების კორონაციები მიმდინარეობდა. ესპანეთში ყველა ბავშვმა იცის ბურგოსი ცნობილი, როგორც სიდის ქალაქი. ასე უწოდებდნენ XI საუკუნის ესპანელ ეროვნულ გმირს როდრიგო დიაზ დე ბივარს. იგი დასაფლავებულია ამ ქალაქში, ბურგოსის საკათედრო ტაძარში თავის მეუღლესთან დონა ხიმენასთან ერთად. ეს ტაძარი ეკუთვნის იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას.

ქალაქში ასევე აღსანიშნავია ლას უელგასის მონასტერი, რომელიც კასტილიის მეფის ალფონს VIII მიერ დაფუძნდა 1187 წელს. ამ მონასტერში, გარდა მრავალრიცხოვანი სამეფო სამარხებისა, ინახება ხალიფ მუჰამედ ან-ნასირის ალამი, რომელიც ხელთ იგდეს 1212 წელს ლას ნავას დე ტოლოსის ბრძოლაში, რომელიც რეკონკისტას ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა იყო.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ბურგოსი იყო გენერალ ფრანსისკო ფრანკოს ნაციონალისტური მოძრაობის ხელმძღვანელობის ქვეშ.

გეორგაფიარედაქტირება

ქალაქის საერთო ფართობი 107,08 კმ²-ია. მანძილი ადმინისტრაციულ პროვინციამდე 244 კილომეტრია.

ბურგოსში შედარებით კონტინენტური, მშრალი კლიმატია - ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება