კასტილია
კასტილია (ესპ. Castilla) — ესპანეთის ყოფილი სამეფო, შედგება ორი რეგიონისგან: ძველი კასტილია (ესპანეთის ჩრდილოდასავლეთში) და ახალი კასტილია (ქვეყნის შუაგულში).
უწინ ლეონის სამეფოს დასავლეთი ნაწილი, კასტილია XI საუკუნეში დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა დედაქალაქით ბურგოსში, მოგვიანებით კი ვალიადოლიდში და წამყვანი ძალა იყო ჩრდილოეთის ქრისტიანული ქვეყნების 400-წლიანი რეკონკისტის პერიოდში ცენტრალური და სამხრეთ ესპანეთის მუსლიმი მმართველების წინააღმდეგ ბრძოლაში.
1085 წელს ტოლედოს დაპყრობამ სამეფოს ტერიტორიას ახალი კასტილია მიუერთა, ხოლო ბრძოლა ლას-ნავასდე-ტოლოსასთან (1212 წ.) დაკავშირებულია მუსულმანთა მიერ სამხრეთის დიდი ნაწილის დაკარგვასთან. ლეონი კასტილიას შეუერთდა 1230 წელს. მომდევნო ათწლეულებში კასტილიამ დაიპყრო კორდოვა (Córdoba, 1236), მურსია (Murcia, 1243) და სევილია (Sevilla, 1248).
1469 წელს კასტილიისა და არაგონის სამეფოების დინასტიური გაერთიანება, როდესაც ფერდინანდ არაგონელი ისაბელ I კასტილიელზე დაქორწინდა, გახდა ესპანეთის როგორც ერთიანი სახელმწიფოს ფორმალური შექმნის თარიღი 1516 წელს.
ტერიტორია, რომელიც ტრადიციულად კასტილიად ითვლებოდა ამჟამად ადმინისტრაციულად დაყოფილია ესპანურ ავტონომიურ თანამეგობრობებად: კასტილია-ლეონი (Castilla y León), კასტილია-ლა მანჩა (Castilla–La Mancha) და მადრიდი (Comunidad de Madrid).
კასტილიის ენა გახდა ესპანეთის ძირითადი ენა - ცნობილი მრავალთათვის, ვინც მას ფლობს, როგორც კასტელიანო (el castellano), დანარჩენები კი მას უბრალოდ ესპანურ ენას უწოდებენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 429.