ბურგოსის საკათედრო ტაძარი

ბურგოსის კათედრალი (ესპ. Catedral de Burgos) - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ესპანეთის ქალაქ ბურგოსში. საძირკველი ჩაეყარა 1221 წელს, როგორც კასტილიის საკათედრო ტაძარს. მშენებლობა დასრულდა XV-XVI სს. ტაძარი წარმოადგენს ესპანური გოთიკის ყველაზე უფრო ბრწყინვალე ძეგლს. მისი გიგანტური თაღედი გახდა ძირითადი ატრიბუტი ესპანურენოვანი მსოფლიოს მონასტრებისთვის (განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში).

ბურგოსის საკათედრო ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°20′26″ ჩ. გ. 3°42′16″ დ. გ. / 42.34056° ჩ. გ. 3.70444° დ. გ. / 42.34056; -3.70444
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1984  (მე-8 სესია)
ნომერი 316
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 316
ინგლ.რუს.ფრ.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1221 წლის 20 ივლისს, ყოფილი რომაული ტაძრის ადგილზე კასტილიის მეფის ფერდინანდ III-ის ბრძანებით.

1919 წელს ეკლესიაში დაასაფლავეს ესპანეთის ეროვნული გმირი, კასტილიელი რაინდი სიდ კამპეადორი და მისი მეუღლე დონია ხიმენა.

1984 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კრიტერიუმი:II, IV, VI).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება