იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საზოგადოების ლოგო

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთშიესპანეთის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ხელქმნილი ობიექტები, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაცვასა და პოპულარიზაციაში. 1972 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მიიღო მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის დეკლარაცია (ძალაში 1975 წელს შევიდა), რომელსაც ესპანეთი 1982 წლის 4 მაისს შეუერთდა. ესპანეთის კულტურა გამორჩეულად მრავალფეროვანია — იგი მოიცავს კელტური, იბერიული, რომაული, მაჰმადიანური და ქრისტიანული კულტურების ელემენტებს. 2018 წლის მონაცემებით ესპანეთში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 47 ძეგლია და იგი იტალიისა და ჩინეთის შემდეგ მესამე ქვეყანაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით. 1984 წელს, პირველად მას შემდეგ, რაც ესპანეთი მიუერთდა დეკლარაციას, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეუერთდა 5 ესპანური ძეგლი:

  1. ალჰამბრა და ხენერალიფე გრანადაში.
  2. ბურგოსის კათედრალი,
  3. კორდობა,
  4. ესკორიალი,
  5. ანტონიო გაუდის ქმნილებები.

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 1092 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 4,3 % ესპანეთის წილია.

  • აქედან:

ცხრილი

ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.

# გამოსახულება სახელწოდება მდებარეობა დაარსების თარიღი სიაში შეტანის წელი კრიტერიუმები
1   ალჰამბრა, ხენერალიფე და ალბაისინი გრანადაში გრანადის პროვინცია XIV საუკუნე 1984, 1994 314 I, III, IV
2   ბურგოსის კათედრალი ბურგოსის პროვინცია 1221—1567 წწ. 1984 316 II, IV, VI
3   ქალაქ კორდობის ისტორიული ცენტრი ავტონომიური რეგიონი ანდალუსია VIII—XIV სს. 1984, 1994 313 I, II, III, IV
4   ესკორიალი ავტონომიური რეგიონი მადრიდი 1563—1584 წწ. 1984 318 I, II, VI
5   ანტონიო გაუდის ნამუშევრები ქალაქი ბარსელონა 1883—1910 წწ. 1984, 2005 320 I, II, IV
6   ალტამირის მღვიმის კედლის მხატვრობა ავტონომიური რეგიონი კანტაბრია ზემო პალეოლითი 1985, 2008 310 I, III
7   ქალაქ ოვიედოს და ასტურიის სამეფოს ღირსშესანიშნაობები ავტონომიური რეგიონი ასტურია IX—XVI სს. 1985, 1998 312 I, II, IV
8   ძველი ქალაქი ავილა ავილის პროვინცია XI—XIV სს. 1985, 2007 348 III, IV
9   ძველი ქალაქი სეგოვია და სეგოვიის აკვედუკი სეგოვიის პროვინცია ძვ. წ. I - II ს. 1985 311 I, II, IV
10   ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელას ძველი ნაწილი ავტონომიური რეგიონი გალისია XI საუკუნე 1985 347 I, II, VI
11   გარახონაის ეროვნული პარკი კ. გომერაზე კანარის კუნძულები 1986 380 VII, IX
12   ისტორიული ქალაქი ტოლედო ტოლედოს პროვინცია ძვ. წ. 192 წ. 1986 379 I, II, III, IV
13   მუდეხარის სტილი ავტონომიური რეგიონი არაგონი XII საუკუნე 1986, 2001 378 IV
14   ქალაქ კასერესის ძველი ნაწილი კასერესის პროვინცია ძვ. წ. 25 წ. 1986 384 III, IV
15   სევილიის საკათედრო ტაძარი, სევილიის ალკასარი და ინდოეთის არქივი ქალაქი სევილია XIV—XVI სს. 1987 383 I, II, III, VI
16   ქალაქ სალამანკას ძველი ნაწილი სალამანკის პროვინცია ძვ. წ. III საუკუნე 1988 381 I, II, IV
17   პობლეტის მონასტერი ავტონომიური რეგიონი კატალონია XII საუკუნე 1991 518 I, IV
18   ქალაქ მერიდის არქეოლოგიური ანსამბლი ავტონომიური რეგიონი ესტრემადურა ძვ. წ. 25 წ. 1993 664 III, IV
19   წმინდა იაკობის გზა ჩრდილოეთი ესპანეთი 1993 669 II, IV, VI
20   სანტა-მარია-დე-გვადალუპეს სამეფო მონასტერი კასერესის პროვინცია XIII საუკუნე 1993 665 IV, VI
21   დონიანას ეროვნული პარკი მდინარე გვადალკვივირი-ის შესართავთან 1994 685 VII, IX, X
22   ისტორიული ქალაქი კუენკა ავტონომიური რეგიონი კასტილია-ლა მანჩა XII—XVII სს. 1996 781 II, V
23   ლონხა-დე-ლა-სედა ქალაქი ვალენსია 1482—1548 წწ. 1996 782 I, IV
24   რომის იმპერიის ოქროს საბადოები ლას-მედულასი ავტონომიური რეგიონი გალისია ძვ. წ. I საუკუნე 1997 803 I, II, III, IV
25   მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი (პირენეის ფრანგულ ეროვნულ პარკთან ერთად) პირენეი 1997, 1999 773 III, IV, V, VII, VIII
26   სან-მილან-დე-ლა-კოგოლიის მონასტრები ავტონომიური რეგიონი ლა რიოხა VI საუკუნე 1997 805 II, IV, VI
27   კატალონიური მუსიკის სასახლე და სანტ-პაუს ჰოსპიტალი ქალაქი ბარსელონა XX საუკუნის დასაწყისი 1997 804 I, II, IV
28 ესპანეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროს კლდის ნახატები ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაახლ. ძვ. წ. 5500 წ. 1998 874 III
29   ალკალა-დე-ენარესი — მსოფლიოში პირველი საუნივერსიტეტო ქალაქი ავტონომიური რეგიონი მადრიდი IX—XVI სს. 1998 876 II, IV, VI
30   კუნძული და ქალაქი იბიცა ბალეარის კუნძულები 1999 417 II, III, IV, IX, X
31   ქალაქი სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა კ. ტენერიფე, კანარის კუნძულები XVI—XVIII სს. 1999 929 II, IV
32   არქეოლოგიური კომპლექსი ტარაკო ავტონომიური რეგიონი კატალონია ძვ. წ. I საუკუნე 2000 875 II, III
33   ატაპუერკის მთები ბურგოსის პროვინცია 1 მლნ წელი ჩვენს ერამდე 2000 989 III, V
34   ვალ-დე-ბოის რომანული ეკლესიები ავტონომიური რეგიონი კატალონია XI—XII სს. 2000 988 II, IV
35   ელჩეს პალმების ტყე ქალაქ ელჩეში ალიკანტეს პროვინცია X საუკუნე 2000 930 II, V
36   ლუგოს რომაული კედლები ავტონომიური რეგიონი გალისია ძვ. წ. III ს. 2000 987 IV
37   არანხუესის სამეფო სასახლე ავტონომიური რეგიონი მადრიდი XVII საუკუნე 2001 1044 II, IV
38   ქალაქების უბედასა და ბაესის რენესანსის ეპოქის ღირსშესანიშნაობები ავტონომიური რეგიონი ანდალუსია XVI საუკუნე 2003 522 II, IV
39   ბისკაიის ხიდი ბისკაიის პროვინცია 1893 2006 1217 I, II
40   ტეიდეს ეროვნული პარკი კ. ტენერიფე, კანარის კუნძულები 2006 1258 VII, VIII
41   ჰერკულესის კოშკი ავტონომიური რეგიონი გალისია II საუკუნე, XVIII საუკუნე 2009 1312 III
42   პალეოლითური კედლის მხატვრობა სიეგა-ვერდეში ავტონომიური რეგიონი გალისია პალეოლითი 2010 866 i, iii
43   სერა-დე-ტრამუნტანის კულტურული ლანდშაფტი ბალეარის კუნძულები 2011 1371 ii, iv, v
44   ვერცხლისწყლის საბადოები ალმადენში და იდრიიაში
(სლოვენიასთან ერთად)
ესპანეთი: ავტონომიური რეგიონი კასტილია-ლა მანჩა
სლოვენია: გორიშკა
2012 1313 ii, iv
45   ანტეკერის დოლმენები: მენგა, ვიერა, ელ-რომერალი მალაგის პროვინცია 2016 1501 i, iii, iv
46   კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები 2017 1133ter ix
47   მედინა-ასაჰარა ანდალუსია 2018 1560 iii, iv

ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა

 
 
1
 
2
 
3
 
4
 
5
 
6
 
7
 
8
 
9
 
10
 
12
 
13
 
14
 
15
 
16
 
17
 
18
 
19
 
20
 
21
 
22
 
23
 
24
 
25
 
26
 
27
 
28
 
29
 
30
 
32
 
33
 
34
 
35
 
36
 
37
 
38
 
39
 
41
 
42
 
43
 
44
 
45
 
46-ა
 
46-ბ
 
46-გ
 
46-დ
 
47
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში
 
 
11
 
31
 
40
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კანარის კუნძულებზე

რესურსები ინტერნეტში