სეგოვიის პროვინცია
სეგოვია — პროვინცია ჩრდილო-ცენტრალურ ესპანეთში, ავტონომიური გაერთიანება კასტილია და ლეონის სამხრეთ ნაწილში. მას ესაზღვრება შემდეგი პროვინციები: ბურგოსი, სორია, გავადალახა, მადრიდი, ავილა და ვალიადოლიდი.

პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 149,286 კაცს, რომლის დაახლ. 35% ცხოვრობს მის დედაქალაქ სეგოვიაში. პროვინციის 209 მუნიციპალიტეტიდან თითქმის ნახევარი სოფლებია 200 კაცზე ნაკლები მოსახლეობით.