კატალონიური მუსიკის სასახლე

კატალონიური მუსიკის სასახლე (Palau de la Música Catalana) — საკონცერტო დარბაზი ბარსელონაში. დაპროექტებულია კატალონიურ მოდერნისტულ სტილში, არქიტექტორ ლუის დომენიკ ი მონტანერის მიერ. ნაგებობა 1905 - 1908 წლებში აშენდა და განკუთვნილი იყო 1891 წელს დაარსებული საზოგადოებისთვის, რომელიც კატალონიურ კულტურულ მოძრაობას ედგა სათავეში. ეს მოძრაობა რენეხენსას სახელით არის ცნობილი.

კატალონიური მუსიკის სასახლე და სანტ-პაუს ჰოსპიტალი ბარსელონაში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°23′15″ ჩ. გ. 2°10′30″ ა. გ. / 41.38750° ჩ. გ. 2.17500° ა. გ. / 41.38750; 2.17500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 804
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 804
ინგლ.რუს.ფრ.

მშენებლობას ძირითადად საზოგადოება აფინანსებდა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მდიდარმა ბარსელონელმა მრეწველებმა და ბურჟუაზიის წარმოამდგენლებმა. 1982 -1989 წელს, შენობას მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ხოლო 1997 წელს ის იუნესკომ სანტ-პაუს ჰოსპიტალთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამჟამად, სასახლეს მუსიკალურ წარმოდგენებზე დასასწრებად ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება