მოდერნისტული არქიტექტურა

მოდერნისტულ არქიტექტურაში მოიაზრება შენობათა რამდენიმე სტილის ერთობლიობა, რომლებიც რამდენიმე მახასიათებლით ემსგავსება ერთმანეთს, მათ შორის, ძირითადად, ფორმის სიმარტივითა და ორნამენტის არარსებობით. ამ სახის შენობათა პირველი ვარიანტები XX საუკუნის პირველ წლებში გაჩნდა. შემდგომში მოდერნისტული არქიტექტურა მრავალმა გავლენიანმა არქიტექტორმა და არქიტექტურის მასწავლებელმა გაითავისა, თუმცა საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან მცირე რაოდენობით "მოდერნისტული ნაგებობა" აშენდა. მიმდინარეობამ პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დომინანტური არქიტექტურული სტილი გახდა ინსტიტუციონალური და კორპორაციული შენობებისთვის თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ მიმდინარეობის ზუსტი მახასიათებლები და წარმოშობა დღემდე დებატების საგანია.

სიგრამ ბილდინგი, ნიუ-იორკი. აგებულია 1958 წელს. ფუნქციონალისტური ესთეტიკის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუში და კორპორაციული მოდერნიზმის შედევრი.

მოდერნისტულ არქიტექტურა დაფუძნებულია მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. აქტიურად გამოიყენება: შუშა, ფოლადი, და რკინაბეტონი. დიზაინში გამოიყენება მინიმალისტური სტილი და უარყოფილია ორნამენტი.[1] მიიჩნევა, რომ ის 1950-იანებში ჩაანაცვლა პოსტმოდერნისტული არქიტექტურამ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. What is Modern architecture? English. Royal Institute of British Architects. ციტირების თარიღი: 15 October 2018.