კრიტიკული რეგიონალიზმი

კრიტიკული რეგიონალიზმი — მიდგომა არქიტექტურაში, რომლის მიზანი უადგილობისა და მნიშვნელობის არქონის პრობლემის გადაჭრაა მოდერნისტულ არქიტექტურაში კონტექსტუალური ძალების გამოყენებით, რაც ადგილის შეგრძნებასა და მნიშვნელობის შეძენის საშუალებას იძლევა. ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს ალექსანდერ ძონისმა და ლიენ ლეფევრმა, ხოლო მოგვიანებით პოპულარული გახადა კენეტ ფრამპტონმა.

სიდნეის ოპერის თეატრის ფორმა სიდნეის უბის იალქნიანი ნავების გამოძახილია.

ფრამპტონმა საკუთარი ხედვა აღწერა ნაშრომში "Towards a Critical Regionalism: Six points of an architecture of resistance" ("კრიტიკული რეალიზმისკენ: წინააღმდეგობის არქიტექტურის ექვსი პოსტულატი"). მან წამოსწია პოლ რისერის კითხვა "როგორ გავხდეთ მოდერნისტული და დავუბრუნდეთ საწყისს; როგორ ავაღორძინოთ ძველი, მიძინებული ცივილიზაცია და მონაწილე გავხდეთ უნივერსალური ცივილიზაციის". ფრამტონის თანახმად, კრიტიკული რეგიონალიზი მოდერნისტულ არქიტექტურას კრიტიკულად უნდა მიუდგეს მისი უნვერსალური პროგრესული თვიხებების გამო, თუმცა ამავე დროს უნდა გაითავისოს კერძო კონტექსტის გათვალისწინების ფასი. ყურადღება უნდა გამახვილდეს ტოპოგრაფიაზე, კლიმატზე, განათებაზე, ტექტონიკურ ფორმაზა და არა სცენოგრაფიაზე და ვიზუალურ იმიჯზე. ფრამპტონი მის არგუმენტებში ფენომონოლოგიას ეყრდნობოდა.

ორი მაგალითი, რომელიც ფრამპტონს მოჰყავს არის იორნ უტზონი და ალვარ აალტო. ფრამპტონის თვალსაზრისით, უტზონის ბაგსვერდის ეკლესია (1973-76) კოპენჰაგენთან უნივერსალური ცივილიზაციისა და მსოფლიო კულტურის გააზრებული სინთეზია. ეს სინთეზი ამ მაგალითში აისახა რაციონალური, მოდულარული, ნეიტრალური და ეკონომიური, ნაწილობრივ მზა ბეტონის ფილებით შექმნილ გარე კარკასსა (ანუ, უნივერსალური ცივილიზაცია) და სპეციალური დიზაინის, 'არაეკონომიური', ორგანული, რკინა-ბეტონის ინტერიერის კარკასის შეხამებით, რაშიც აისახა ნათელი წმინდა სივრცისა და მრავალი კულტურათშორისი თვისებების მანიპულაცია, რაც ფრამპტონის აზრით უპრეცედენტო იყო დასავლურ კულტურაში, თუმცა აისახა ჩინური პაგოდის სახურავში (ანუ მსოფლიო კულტურა). აალტოს შემთხვევაში, ფრამპტონი იხილავს წითელი აგურის საინატსალოს ქალაქის თვითმმართველობის შენობას (1952), რომელშიც, მისი მტკიცებით, წინააღმდეგობაა გაწეული უნივერსალური ტექნოლოგიისადმი, გამოხატული ვიზუალურ და თვისობრივ აღქმაში შენობაში გამოყენებული მასალით; მაგ., კიბის უჯრედის აგურის იატაკის ფრიქციის "შეგრძნება" და ზამბარისებრად რწევადი საბჭოს დარბაზის ხის იატაკები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Vincent B. Canizaro," Architectural Regionalism: Collected Writings on Place, Identity, Modernity, and Tradition," (2007) Princeton Architectural Press.
  • Kenneth Frampton, "Towards a Critical Regionalism: Six Points for an Architecture of Resistance", in The Anti-Aesthetic. Essays on Postmodern Culture (1983) edited by Hal Foster, Bay Press, Seattle.
  • Stylianos Giamarelos (2016). Intersecting Itineraries Beyond the Strada Novissima: The Converging Authorship of Critical Regionalism. Architectural Histories, 4(1), 11. DOI: http://doi.org/10.5334/ah.192
  • Alex Tzonis and Liliane Lefaivre, "The grid and the pathway. An introduction to the work of Dimitris and Suzana Antonakakis", Architecture in Greece (1981) 15, Athens.
  • Judith Butler and Gayatri Chakravorty Spivak, "Who Sings the Nation-State?: Language, Politics, Belonging" (2007), Seagull Books.
  • Douglas Powell, Critical Regionalism: Connecting Politics and Culture in the American Landscape (2007), University of North Carolina Press.
  • Thorsten Botz-Bornstein, "Is Critical Regionalist Philosophy Possible? Some Meta-Philosophical Considerations" in Comparative and Continental Philosophy (2010) 2:1.
  • Thorsten Botz-Bornstein, Transcultural Architecture: Limits and Opportunities of Critical Regionalism (2015), Ashgate.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება