სიდნეის ოპერის თეატრი
სიდნეის ოპერის თეატრი — მუსიკალური თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში. შენობის პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზონს, რომლემაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. შენობა მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის.
სიდნეის ოპერის თეატრი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ავსტრალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 33°51′25″ ს. გ. 151°12′55″ ა. გ. / 33.85694° ს. გ. 151.21528° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2007 (31-ე სესია) |
ნომერი | 166 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 166 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბევრისთვის შენობის სფერული ნიჟაროვანი სახურავი ახლომდებარე ყურეში მცურავი აფროსან ფლოტილიას ჰგავს. ტურისტები, რომელთა უმრავლესობას ოპერა საერთოდ ან თითქმის არ აინტერესებს, შენობას აწყდება მხოლოდ მისი ახლოდან ნახვის შანსისთვის.
ოპერის თეატრში მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. მისი ადმინისტრაცია ახალი სამხრეთ-უელსის ხელოვნების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
გალერეა
რედაქტირება-
ოპერის თეატრი სიდნეის ხედზე
-
ღამის ხედი
-
ჰარბორ ბრიჯისა და ოპერის სახლის პანორამა
-
ატზონის ორიგინალური დიზაინით გაფორმებული ჰოლი..
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- World heritage listing for Sydney Opera House
- Photographs of the construction დაარქივებული 2006-08-24 საიტზე Wayback Machine.
- Competition drawings submitted by Jørn Utzon to the Opera House Committee[მკვდარი ბმული]
- Wolanski Foundation's annotated list of sources on Sydney Opera House
- Interview with Utzon, October 1992 დაარქივებული 2002-07-26 საიტზე Wayback Machine.
- Sydney Opera House