სანტ-პაუს ჰოსპიტალი
სანტ-პაუს ჰოსპიტალი (ესპ. Hospital de la Santa Cruz y San Pablo) — არქიტექტურული კომპლექსი ბარსელონას შემოგარენში, ელ-გინარდოს რაიონში. აშენდა 1901-1930 წლებში, კატალონიელი მოდერნისტი არქიტექტორის, ლუის დომენიკ ი მონტანერის პროექტის მიხედვით. 2009 წლიდან, კატალონიური მუსიკის სასახლესთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2009 წლის ივნისამდე, სრული დატვირთვით მუშაობდა თავისი პირვანდელი ფუნქციით — როგორც ჰოსპიტალი, მაგრამ ამჟამად სარემონტო სამუშაოების გამო დახურულია, ვინაიდან იგი უნდა გადაიქცეს მუზეუმად და კულტურულ ცენტრად.
კატალონიური მუსიკის სასახლე და სანტ-პაუს ჰოსპიტალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 41°24′46″ ჩ. გ. 2°10′28″ ა. გ. / 41.41278° ჩ. გ. 2.17444° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 804 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 804 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შენობა XX საუკუნისაა, სანტ-პაუს ჰოსპიტალი ჯერ კიდევ 1401 წელს დაარსდა, როდესაც ექვსი პატარა, შუა საუკუნეების ჰოსპიტალი გაერთიანდა. მისი ყოფილი შენობები, რომლებიც ამჟამად ბარსელონას ცენტრის სიახლოვეს მდებარეობს, XV საუკუნით თარიღდება და მათში გახსნილია ხელოვნების სკოლა და კატალონიის ბიბლიოთეკა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი(ესპანური) (ინგლისური)
- Hospital de Sant Pau დაარქივებული 2019-08-05 საიტზე Wayback Machine. (ესპანური) (ინგლისური)
- Hospital de Sant Pau on Gaudí i el Modernisme a Catalunya site. დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. (ესპანური) (ფრანგული) (ინგლისური)