სან-მილან-დე-ლა-კოგოლიის მონასტრები
სან-მილან-დე-სუსო და სან-მილან-დე-იუსო (ესპ. San Millán de Suso; San Millán de Yuso) — ორი მონასტერი, რომელიც მდებარეობს ესპანეთის ლა-რიოხის პროვინციის სოფელ სან-მილან-დე-ლა-კოგოლიაში, ერთმანეთისგან სულ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით. აგებულია სხვადასხვა ეპოქაში. 1997 წელს იუნესკომ ისინი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სან-მილან-დე-ლა-კოგოლიის იუსოსა და სუსოს მონასტრები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
სუსოს (წინ) და იუსოს (უკან) მონასტრები | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 42°20′00″ ჩ. გ. 2°52′00″ ა. გ. / 42.33333° ჩ. გ. 2.86667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 805 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 805 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მონასტრების სახელები - Suso და Yuso ძველ კასტილიურ ენაზე „ზემოს" და „ქვემოს" ნიშნავს შესაბამისად. სუსოს მონასტერი შუაგულ ტყეში მდებარეობს და უფრო ადრეა აგებული, ვიდრე იუსო. მორწმუნეებს სჯერათ, რომ იმ ადგილასაა აშენებული, სადაც წმინდა ემილიანი ცხოვრობდა განდეგილობის დროს.
მონასტერში დაკრძალულია გონსალო დე ბერსეო, XIII საუკუნეში მონასტერში მოღვაწე ბერი და ამავე დროს პირველი ესპანელი პოეტი, რომელიც სახელითაა ცნობილი. ამ მონასტერში, 977 წელს, ერთ-ერთი ბერის მიერ შესრულებულია დღემდე ცნობილი პირველად ჩაწერილი კასტილიური ტექსტი Glosas Emilianenses, რომელიც ლათინურიდან კანონიკის თარგმანს წარმოადგენს. დღეს ის ესკორიალში ინახება.
იუსოს მონასტერი 1050 წელს დაარსდა, თუმცა სრული რეკონსტრუქცია XVI - XVIII საუკუნეებში ჩაუტარდა. მისი დრეს შემორჩენილი ყველაზე ძველი ნაწილი XVI საუკუნეს მიეკუთვნება.