სალამანკის პროვინცია
სალამანკა — პროვინცია დასავლეთ ესპანეთში, ავტონომიური გაერთიანების, კასტილია და ლეონის დასავლეთ ნაწილში. შემოსაზღვრულია შემდეგი პროვინციებით: სამორა, ვალიადოლიდი, ავილა და კასერესი. მას ასევე ესაზღვრება პორტუგალია.
პროვინციაში ცხოვრობს 353,110 კაცი (2006 წლის მონაცემებით), რომლის 45% ცხოვრობს მის დედაქალაქ სალამანკაში. პროვინციაში არის 362 მუნიციპალიტეტი, რომლის ნახევარზე მეტი სოფელია 300 კაცზე ნაკლები მოსახლით.