ასტურიის სამეფო (ესპ. Reino de Asturias) — პირველი ქრისტიანული სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე, რომელიც დაარსდა 711 წელს მუსლიმი მავრების მიერ ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ.

ასტურიის პირველი მეფის პელაიოს ძეგლი

სახელმწიფო დააარსა ცნობილმა ვესტგუთმა პელაიომ, რომელიც აჯანყდა მავრების წინააღმდეგ 718 წელს. სულ მალე ამის შემდეგ მან დაამარცხა არაბები კოვადონგის რაიონში (ამ ისტორიულ მოვლენას ზოგიერთი ისტორიული წყარო ათარიღებს 718 წლით, ზოგიერთი კი - 721 წლით). ეს თარიღი ფორმალურად ითვლება რეკონკისტის დასაწყისად.

პელაიომ დააარსა ასტურიის დინასტია, რომლის მმართველობის პერიოდში გაფართოვდა სახელმწიფოს საზღვრები. ალფონსო II-ის (791-842 წწ.) მმართველობის პერიოდში ასტურიის სახელმწიფო აგრძელებს ექსპანსიას სამხრეთით და იპყრობს ტერიტორიებს თითქმის ლისაბონამდე (პორტუგალია).

სამეფოს 924 წლამდე ეწოდებოდა ასტურია. 924-1230 წლებში ეწოდებოდა ლეონის სამეფო, რომელსაც 1137 წელს გამოეყო კასტილიის სამეფო. 1230 წელს კი კასტილიის სამეფოს მეფე ფერდინანდ III გახდა გაერთიანებული კასტილიისა და ლეონის სახელმწიფოს მეფე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება