მენგის დოლმენი (ესპ. Dolmen de Menga) — ევროპაში უდიდესი დოლმენი, მეგალითური ყორღანი. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით. მდებარეობს ესპანეთის ქალაქ ანტეკერის გარეუბანში.

ანტეკერის დოლმენები: მენგა, ვიერა, ელ-რომერალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (40-ე სესია)
ნომერი 1501
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1501
ინგლ.რუს.ფრ.

დოლმენის მდებარეობს 25 მეტრის სიღრმეში, მისი სიმაღლეა 4 მეტრი, ხოლო სიგრძე - 5 მ. შედგება 32 ქვის ბლოკისაგან, რომელთაგანაც უდიდესის წონაა 180 ტონა. დოლმენში სავარაუდოდ დასაფლავებული უნდა ყოფილიყო მმართველი დინასტიის წარმომადგენლები. მშენებლობის დასრულების შემდეგ დოლმენი დაფარეს მიწით და წარმოიქმნა ბორცვი თანამედროვე სახით.

XIX საუკუნეში დოლმენის გახსნის დროს აღმოაჩინეს ასობით ადამიანის ჩონჩხი.

2016 წლის 15 ივლისს მენგის დოლმენი ვიერისა და ელ-რომერალის დოლმენებთან ერთად ანტეკერის დოლმენების სახელით შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება