ლუგო
ლუგო (ესპ. Lugo) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში, ლუგოს პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 97 635 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ლუგო გალისიის მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლუგო Lugo | |||||
![]() ლუგოს საკათედრო ტაძრის ხედი რომაული კედლიდან | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | გალისია | ||||
კოორდინატები | 43°01′00″ ჩ. გ. 7°33′00″ დ. გ. / 43.01667° ჩ. გ. 7.55000° დ. გ. | ||||
მაიორი | Lara Méndez López | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 24 წ. | ||||
ფართობი | 332 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 465 მ | ||||
მოსახლეობა | 97 635 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 294.1 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC(UTC+1)/(UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 27001–27004 | ||||
საავტომობილო კოდი | LU | ||||
ოფიციალური საიტი | lugo.gal | ||||
ისტორიარედაქტირება
ქალაქი ძვ. წ. I საუკუნეში კელტებმა დააარსეს. მოგვიანებით იგი რომაელებმა დაიპყრეს. მიუხედავად იმისა, რომ ლუგო საკმაოდ პატარა იყო, რომაული მმართველობის პერიოდში ის გალისიის მთავარ ქალაქს წარმოადგენდა, ხოლო მოგვიანებით მისი დედაქალაქი გახდა. იმ დროისთვის, ეს რეგიონი საკმაოდ მდიდარი იყო ოქროთი, მიდიოდა გამალებული მოპოვებითი სამუშაოები.
XIX საუკუნის დასაწყისში, ესპანური კამპანიის მიმდინარეობისას, ლუგო ნაპოლეონმა დაიპყრო. 1976 წელს, ქალაქის მცხოვრებლებმა ლუგოს 2 000 წლის იუბილე აღნიშნეს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ქალაქი ძვ. წ. 24 წელს დაარსდა.
მემკვიდრეობარედაქტირება
ლუგო ერთადერთი ქალაქია მთელ მსოფლიოში, რომელსაც გარს სრულიად ხელუხლებელი, რომაელების დროინდელი, III საუკუნის კედელი აკრავს. კედლის სიგრძე 2 117 მეტრია, სიმაღლე 10-15 მეტრი და მოიცავს 71 კოშკს და 10 ჭიშკარს. 2000 წელს, ლუგოს კედელი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 987 ინგლ. • რუს. • ფრ. |