კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები

კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები — ამ სახელწოდებითაა შესული 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ტრანსნაციონალური ბუნებრივი ძეგლის ნარევი, რომელიც მოიცავს 10 განცალკევებულ მასივს. გადაჭიმულია 185 კმ სიგრძეზე, უკრაინაში მდებარე რახოვის მთების ჩერნოგორის თხემიდან სლოვაკეთში მდებარე ვიგორლატის მთების პოლონინის თხემამდე.

კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია,
ალბანეთის დროშა ალბანეთი,
ბელგიის დროშა ბელგია,
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა,
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი,
გერმანიის დროშა გერმანია,
ესპანეთის დროშა ესპანეთი,
იტალიის დროშა იტალია,
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო,
პოლონეთის დროშა პოლონეთი,
რუმინეთის დროშა რუმინეთი,
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი,
სერბეთის დროშა სერბეთი,
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი,
სლოვენიის დროშა სლოვენია,
უკრაინის დროშა უკრაინა,
შვეიცარიის დროშა შვეიცარია,
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი,
ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია,
ხორვატიის დროშა ხორვატია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°05′10″ ჩ. გ. 22°32′10″ ა. გ. / 49.08611° ჩ. გ. 22.53611° ა. გ. / 49.08611; 22.53611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1133
გაფართოება 2011, 2017, 2021 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1133
ინგლ.რუს.ფრ.

ტერიტორია მოიცავს 77,971.6 ჰა-ს, რომელთაგან დაცვის ქვეშ 29,278.9 ჰა იმყოფება, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბუფერულ ზონად მიიჩნევა. კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები მოიცავს უკრაინის ტრანსკარპატიის ოლქსა და სლოვაკეთის პრეშოვის მხარეს, ასევე გერმანიის გარკვეულ ტერიტორიებს. მისი ტერიტორიის 70% უკრაინაშია მოქცეული. არეალი მოიცავს ორ ეროვნულ პარკს, ერთ ბიოსფერულ ნაკრძალს და რამდენიმე კონტროლირებად დასახლებას (ძირითადად სლოვაკეთის ტერიტორიაზე). ორივე ეროვნული პარკი, პოლონეთის მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად, წარმოქმნის ერთ განცალკევებულ, აღმოსავლეთ კარპატების ბიოსფერულ ნაკრძალს.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სლოვაკური ნაწილები ძირითადად ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ, ყველაზე ნაკლებად დასახლებულ ნაწილში, პოლონინის ეროვნულ პარკში მდებარეობს.

2011 წელს მოხდა იუნესკოს ძეგლის გაფართოება გერმანიის ხარჯზე და დაცულ ტერიტორიას დაემატა 4,391ჰა და მთლიანმა ფართობმა შეადგინა 33 669 ჰა. [1]. ასე გაფართოება მოხდა 2017 წელს[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება