ეროვნული პარკიდაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN II კატეგორიას.

სპილოების საფარი ჯალდაპარას ეროვნულ პარკში, დასავლეთი ბენგალი, ინდოეთი
ტეიდეს ეროვნული პარკი, ტენერიფე, ესპანეთი
მანუელ ანტონიოს ეროვნული პარკი, კოსტა-რიკა. ფორბსის მიერ დასახელდა 12 ულამაზეს ეროვნულ პარკებს შორის.[1]

ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.

ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.

ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:

  1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამუნიციპალური მეცნიერების კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  2. ბუნების მართვავდი დაცვის ზონა – ბუნების მართვადი დაცვის ზონა ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  3. ვიზიტორთა ზონა – ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
  4. აღდგენის ზონა – აღდგენის ზონა ეწყობა ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის.
  5. ისტორიულ-კულტურული ზონა – ისტორიულ-კულტურული ზონა ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს).
  6. ადმინისტრაციის ზონა – ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.
  7. ტრადიციული გამოყენების ზონა – ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულად გამოყენებასათან დაკავშირებული სამეურნეო საქმია ნობისათვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება.


ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და/ან თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Jane Levere (29 August 2011). „The World's Most Beautiful National Parks“. ფორბსი. ციტირების თარიღი: 2011-10-04.
  2. საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, მუხლი 5.[მკვდარი ბმული]