დაცული ტერიტორია
დაცული ტერიტორია — ტერიტორია, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი, რათა დაცული იყოს აღნიშნული ტერიტორიის ფიზიკური მახასიათებლები, დაცული იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობა. დაცული ტერიტორია შეიძლება იყოს სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი ან მიწის სხვა ფართი.
2003 წლის 22 აპრილს გარემოს გლობალური ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ხელშეწყობით საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.
ამ კანონის მიხედვით საქართველოში შეიძლება არსებობდეს შემდეგი სახის დაცული ტერიტორიები:
საქართველოს დაცული ტერიტორიები
|
დაცული ტერიტორიები საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.