სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა

სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა ბოლო დროს ცნობილი როგორც ლა-ლაგუნა (ესპ. San Cristóbal de La Laguna) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კანარის კუნძულების კუნძულ ტენერიფეზე. ლა-ლაგუნა კუნძულების ძველი დედაქალაქია. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 150,661 ადამიანს შეადგენს და წარმოადგენს არქიპელაგის მესამე და კუნძულის მეორე ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს. შედის სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს სუბ-ურბანულ არეალში. 1999 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. 2003 წლიდან, მუნიციპალიტეტმა არეალის განახლების მიზნით, ამბიციური ურბანული დაგეგმარება წამოიწყო. ლა-ლაგინა ფიზიკურად ქალაქ სანტა-კრუსის ნაწილს წარმოადგენს, მათ საერთო ურბანული ცენტრი გააჩნიათ, რომელიც მიმდებარე სხვა დასახლებებს თანდათან მათს აგლომერაციაში იზიდავს.

ქალაქი
სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა
San Cristóbal de La Laguna
Collage San Cristóbal de La Laguna.jpg
დროშა გერბი
Flag of San Cristóbal de la Laguna.svg Escudo de San Cristóbal de La Laguna.svg

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ავტონომიური გაერთიანება კანარის კუნძულები
კოორდინატები 28°29′00″ ჩ. გ. 16°18′00″ დ. გ. / 28.48333° ჩ. გ. 16.30000° დ. გ. / 28.48333; -16.30000
მაიორი Fernando Clavijo Batlle
დაარსდა 1833
ფართობი 102.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 543
მოსახლეობა 150,661 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1,468 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC(UTC+1)/(UTC+2
საფოსტო ინდექსი 38200–38299
საავტომობილო კოდი TF
ოფიციალური საიტი aytolalaguna.org
სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა — კანარის კუნძულები
სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა

ქალაქში მდებარეობს ლა-ლაგუნას უნივერსიტეტი, სადაც 30 000 სტუდენტი სწავლობს. ამჟამად ლა-ლაგუნა კანარის კუნძულების კულტურულ ცენტრად მიიჩნევა.

ქალაქის ეკონომიკა ბიზნესზეა ორიენტირებული, სადაც წამყვანი ადგილი სოფლის მეურნეობას უკავია, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია კონცენტრირებული.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 929
ინგლ.რუს.ფრ.