ტარაკო — უძველესი ქალაქი ესპანეთის ხმელთაშუაზღვიურ სანაპიროზე, თანამედროვე ქალაქ ტარაგონის ადგილას. ძვ. წ. 218 წელს დაპყრობილი იქნა რომაელების მიერ და იქცა რომაული პროვინცია ახლო ესპანეთის დედაქალაქად და მთელი იბერიის ნახევარკუნძულის ერთ-ერთ უმთავრეს ქალაქად. კანტაბრიის ომის წარმატებით დასრულების შემდეგ, ტარაკოში გამოიზამთრა ოქტავიანე ავგუსტუსმა, რომელმაც გამარჯვების აღსანიშნავად ქალაქში მრავალი შენობა ააგო.

ტარაკოს არქეოლოგიური ანსამბლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°06′59″ ჩ. გ. 1°15′19″ ა. გ. / 41.11639° ჩ. გ. 1.25528° ა. გ. / 41.11639; 1.25528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 857
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 857
ინგლ.რუს.ფრ.

2000 წელს, ტარაკოს არქეოლოგიური ანსამბლი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: