ბალეარის კუნძულები

ბალეარის კუნძულები (კატ. Illes Balears, ესპ. Islas Baleares) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია 1983 წლიდან. შედგება 4 დიდი და რამდენიმე მცირე კუნძულისაგან (ფართობი კვ.კმ): მალიორკა (3.500), მენორკა (680), ივისა (572) და ფორმენტერა (115). ტურიზმი აქ ეკონომიკის საფუძველია. კუნძულებს ყოველწლიურად 4-5 მლნ უცხოელი სტუმრობს, ძირითადად ბრიტანელები, გერმანელები, სკანდინავიელები.

ბალეარის კუნძულები
ბალეარის კუნძულები

უძველეს დროში კართაგენელთა კოლონია იყო, შემდეგ რომაელების, არაბების. 1229-1235 – მალიორკა და ივისა არაგონმა დაიპყრო. 1287 – მინორკა დაიმორჩილა ალფონს III-მ და არაბები განდევნა. 1708 – მინორკა ინგლისელებმა დაიკავეს. 1756 – კუნძულები ფრანგებმა (ჰერცოგი რიშელიე) დაიკავეს. ლეგენდის თანახმად სწორედ ამ დროს შეიქმნა მაიონეზი, სოუსი პორტ-მაოს აღების დღეს შეიქმნა და სპეციალურ სოუსს მაონეზი უწოდეს. 1936-1939 – მალიორკა და ივისა ფრანკისტებს ემორჩილებოდა, მინორკა – რესპუბლიკელებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება