მაიონეზი (ფრანგ. Mayonnaise) — ფრანგული წარმოშობის ცივი საწებელი, რომლის დასამზადებლადაც საჭიროა მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთი, კვერცხის გული, ძმარი, მდოგვი და შაქარი, გამოიყენება ასევე სანელებლებიც.[1]

მაიონეზი
Mayonnaise (1).jpg
მაიონეზის ქილა
ტიპი საკმაზი
მთავარი
ინგრედიენტები
ზეთი, მდოგვი, კვერცხის გული, და ძმარი ან ლიმნის წვენი

საფრანგეთში მაიონეზის შექმნისა და სახელის წარმოშობაზე უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა არცერთი დაზუსტებული, ლიტერატურაში პირველად მე-18 საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრუ ლეგენდის თანახმად, 1757 წელს ფრანგების ჯარმა, ბალეარების ერთ-ერთ უდიდეს კუნძულ მენორკაზე ლაშქრობისას, ალყა შემოარტყა ინგლისელების მიერ დაკავებულ ქალაქ მაოს. გამანადგურებელი იერიშის შემდეგ ფრანგებმა მოწინააღმდეგე ქალაქიდან განდევნეს და გამარჯვება იზეიმეს, თუმცა ალყის დროს სურსათის მარაგი ძლიერ იყო შემცირებული. ფრანგების არმიის მეთაურის, ჰერცოგ ლუი დიუ პლეს რიშელიეს, კარდინალი რიშელიეს დისწულის შვილის, ბრძანებით, არმიის მზარეულმა ადგილობრივი რეცეპტის გამოყენებით დაამზადა ცივი საწებელი, რომლის ინგრედიენტებად ინდაურის კვერცხი, პროვანსული ზეთი, ლიმონის წვენი და წითელი წიწაკა გამოყენა, საწებელს ქალაქის პატივსაცემად მაონეზი უწოდეს.

სქოლიორედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 90.