ელჩეს პალმების ტყე
ელჩეს პალმების ტყე (ესპ. Palmeral de Elche, კატ. Palmerar d'Elx) — ევროპაში ყველაზე მსხვილი პალმების კორომი. მდებარეობს ესპანეთის პროვინცია ალიკანტეში. საერთო ფართობი, რომლის შემადგენლობაშიც შედის საქალაქო პარკი უერტო დელ კურა (Huerto del Cura) და სხვა ბაღები, 5,1 კმ². აქედან 1,5 კმ² მოქცეულია ქალაქ ელჩეს შემადგენლობაში.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 930 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კორომი შედგება 11 ათასზე მეტი პალმის ხისაგან, რომელთაგან იმეტესობას შეადგენს ფინიკის პალმა. ზოგიერთი მათგანის ასაკი 300 წლამდეა. უდიდეს პალმას ეწოდება "სისი" ავსტრიის იმპერატრიცას ელისაბედის პატივსაცემად, იწონის 10 ტონას და არის 165 წლის.
კანონი პალმის ტყის დაცვის შესახებ პირველად მიიღეს რეკონკისტის შემდეგ. ტყე შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კატეგორია ii, v).