ალიკანტეს პროვინცია
ალიკანტე (ესპ. Alicante) — პროვინცია აღმოსავლეთ ესპანეთში, ვალენსიის სამხრეთ ნაწილში. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: მურსია და ალბასეტე. აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა. პროვინციას სახელი მისი დედაქალაქ ალიკანტედან აქვს შერქმეული. 2008 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 1,891,477 კაცს.