ელისაბედ ბავარიელი

ელისაბედ ბავარიელი (გერმ. Elisabeth von Bayern), სრული სახელია ელისაბედ ამალია ევგენია ფონ ვიტელსბახი, ბავარიის პრინცესა (გერმ. Elisabeth Amalie Eugenie von Wittelsbach, Prinzessin in Bayern), აგრეთვე ცნობილია, როგორც ავსტრიის იმპერატრიცა ელისაბედი (გერმ. Kaiserin Elisabeth von Österreich), მეტსახელად იმპერატრიცა სისი (გერმ. Kaiserin Sissi; დ. 24 დეკემბერი, 1837, მიუნხენი, ბავარია ― გ. 10 სექტემბერი, 1898, ჟენევა, შვეიცარია) ― ბავარიელი პრინცესა ვიტელსბახების დინასტიიდან, პრინც მაქსიმილიან იოზეფის ასული და ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა 1854-1898 წლებში და ასევე ლომბარდო-ვენეციის უკანასკნელი დედოფალი 1854-1866 წლებში. იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მეუღლე.

ელისაბედ ბავარიელი
ავსტრია უნგრეთის იმპერატრიცა
კორონაცია: 8 ივნისი, 1867, ბუდაპეშტი
მმართ. დასაწყისი: 24 აპრილი, 1854
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1898
წინამორბედი: მარია ანა სავოიელი
მემკვიდრე: ზიტა დე ბურბონ-პარმელი
ლომბარდო-ვენეციის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 აპრილი, 1854
მმართ. დასასრული: 12 ოქტომბერი, 1866
წინამორბედი: მარია ანა სავოიელი
მემკვიდრე: სამეფო გაუქმდა და მიუერთდა იტალიას
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 დეკემბერი, 1837
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარიის სამეფო
გარდ. თარიღი: 10 სექტემბერი, 1898, (60 წლის)
გარდ. ადგილი: ჟენევა, შვეიცარია
დაკრძ. ადგილი: 17 სექტემბერი, 1898
ვენა, ავსტრია
მეუღლე: ფრანც იოზეფ I, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი
(ქ. 1854)
შვილები: გიზელა, ბავარიის პრინცესა
რუდოლფი, ავსტრიის კრონპრინცი
მარია ვალერია, ავსტრიის ერცჰერცოგინია
სრული სახელი: ელისაბედ ამალია ევგენია
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: მაქსიმილიან იოზეფ ბავარიელი
დედა: ლუდოვიკა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

იგი ბავარიის სამეფო კარზე იზრდებოდა, სანამ თექვსმეტი წლის ასაკში არ დაქორწინდა იმპერატორ ფრანც იოზეფზე. ქორწინების შემდეგ იგი ჰაბსბურგთა კონსერვატიულ სამეფო კარზე აღმოჩნდა, რისთვისაც მოუმზადებელი იყო და ბევრი ამისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. ქორწინების დასაწყისი ხასიათდებოდა მისი უთანხმოებით დედამთილთან, ერცჰერცოგინია სოფიასთან, რომელმაც მისი უფროსი ქალიშვილების აღზრდა თავის თავზე იკისრა, მათგან უფროსი კი გარდაიცვალა. სამეფო კარზე მისი მდგომარეობა მხოლოდ მემკვიდრის, კრონპრინც რუდოლფის გაჩენამ გააუმჯობესა, თუმცა მისი ჯანმრთელობა დამძიმდა, გამოსაჯანმრთელებლად კი უნგრეთში გაემგზავრა. ამ პერიოდში მან მნიშვნელოვანი კავშირები შექმნა უნგრეთში, რაც შემდეგ დაეხმარა მის მეუღლეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შექმნაში.

1889 წელს მისმა ერთადერთმა ვაჟმა თავის საყვარელთან ერთად მოიკლა თავი მაიერლინგში, რაც დიდი დარტყმა იყო ელისაბედისათვის. ამის შემდეგ იგი ცხოვრების ჩვეულ რიტმს აღარც დაბრუნებია. მან თავი დაანება იმპერატრიცას მოვალეობების შესრულებას და უმეტესად ევროპაში მოგზაურობდა ხოლმე, ოღონდ ოჯახის გარეშე. 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე ააშენა სასახლე, რომელსაც ხშირად სტუმრობდა. ამასთან ერთად, ასაკის გამო იგი სულ უფრო აკვიატებულად ზრუნავდა ახალგაზრდული ფიგურისა და სილამაზის შენარჩუნებაზე, რის გამოც მის სიცოცხლეშივე გაჩნდა მრავალი ლეგენდა. 1897 წელს მისი და, ჰერცოგინია სოფია ბავარიელი პარიზში, საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. მომდევნო, 1898 წელს კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოგზაურობისას იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელი იტალიელმა ანარქისტმა ლუიჯი ლუჩენმა სასიკვდილოდ დაჭრა. აღსანიშნავია, რომ ელისაბედი ავსტრიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი კონსორტი იყო და 44 წლის განმავლობაში უწყვეტად ეკავა იმპერატრიცის თანამდებობა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავარიის ჰერცოგინია

რედაქტირება

ავსტრიის იმპერატრიცა

რედაქტირება

ფიზიკური რეჟიმი

რედაქტირება

სილამაზე

რედაქტირება

ქორწინება

რედაქტირება

ვაჟის გაჩენა

რედაქტირება

კორონაცია უნგრეთში

რედაქტირება

მოგზაურობა

რედაქტირება

მაიერლინგის ინციდენტი

რედაქტირება

მკვლელობა

რედაქტირება

მას შემდეგ

რედაქტირება

მემკვიდრეობა

რედაქტირება
სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
სოფია   5 მარტი, 1855

ვენა, ავსტრია

29 მაისი, 1857

ბუდაპეშტი, უნგრეთი (2 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგინია. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ტიფური ცხელებით.
გიზელა   12 ივლისი, 1856

ლაქსენბურგი, ავსტრია

27 ივლისი, 1932

მიუნხენი, გერმანია (76 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ბავარიის პრინც ლეოპოლდს, რომელთანაც

შეეძინა ოთხი შვილი: ორი გოგონა და ორი ვაჟი.

რუდოლფი   21 აგვისტო, 1858

ლაქსენბურგი, ავსტრია

30 იანვარი, 1889

მაიერლინგი, ავსტრია (30 წლის)

ავსტრია-უნგრეთის კრონპრინცი და ტახტის მემკვიდრე. ცოლად შეირთო

ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის ასული, პრინცესა სტეფანია, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი. თავი მოიკლა თავის საყვარელთან ერთად.

მარია ვალერია   22 აპრილი, 1868

ბუდაპეშტი, უნგრეთი

6 სექტემბერი, 1924

ვენა, ავსტრია (56 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ავსტრიის ერცჰერცოგ ფრანც სალვატორს,

რომელთანაც შეეძინა ათი შვილი.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება