ფრანც იოზეფ I (გერმ. Franz Joseph I., უნგრ. I. Ferenc József, ჩეხ. František Josef I.; დ. 18 აგვისტო, 1830, ვენა — გ. 21 ნოემბერი, 1916, იქვე) — ავსტრიის მესამე იმპერატორი და უნგრეთის მეფე 1848–1916 წლებში, ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიიდან. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდხნიანი მმართველი მთელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე. ჩაახშო 1848–1849 წლების რევოლუციები ავსტრიასა და უნგრეთში. აღადგინა აბსოლუტიზმი. ავსტრიის იმპერია ავსტრია-უნგრეთის მონარქიად გარდაქმნა (1867). მისმა მთავრობამ შეაჩერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1879 წელს ფრანც იოზეფ I-მა ხელი მოაწერა გერმანიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც სამთა კავშირის (1882 წელი) საფუძველი გახდა. მისმა ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ ბალკანეთში ხელი შეუწყო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დაწყებას. გარდაიცვალა 1916 წლის 21 ნოემბერს, ვენაში, 86 წლის ასაკში.

ფრანც იოზეფ I
ავსტრიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 2 დეკემბერი, 1848
მმართ. დასასრული: 21 ნოემბერი, 1916
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: კარლ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 აგვისტო, 1830
დაბ. ადგილი: შენბრუნის სასახლე, ვენა, ავსტრიის იმპერია
გარდ. თარიღი: 21 ნოემბერი, 1916
გარდ. ადგილი: შენბრუნის სასახლე, ვენა, ავსტრიის იმპერია
მეუღლე: ელისაბედ ბავარიელი
შვილები: რუდოლფი
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა: ფრანც კარლ ავსტრიელი
დედა: სოფია ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლიტერატურა

რედაქტირება