ფრანც კარლ ავსტრიელი
ფრანც კარლ იოზეფ ავსტრიელი (გერმ. Franz Karl Joseph von Österreich; დ. 17 დეკემბერი, 1802, ვენა — გ. 8 მარტი, 1878, ვენა) — ავსტრიის ერცჰერცოგი ჰაბსბურგების გვარიდან. ავსტრიის და მექსიკის იმპერატორები მამა. ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის პაპა, რომლის მკვლელობაც გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი.
ფრანც კარლ ავსტრიელი | |
---|---|
სრული სახელი
ფრანც კარლ იოზეფი | |
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგი | |
დაიბადა |
17 დეკემბერი, 1802 ვენა, ავსტრია |
გარდაიცვალა |
8 მარტი, 1878, (75 წლის) ვენა, ავსტრია |
საგვარეულო | ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია |
მეუღლე(ები) |
სოფია ბავარიელი (ქ. 1824 - გარდ. 1872) |
შვილ(ებ)ი |
ფრანც იოზეფ I, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი მაქსიმილიან I, მექსიკის იმპერატორი კარლ ლუდვიგი |
მამა | ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა | მარია ტერეზა სიცილიელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანც კარლი დაიბადა 1802 წელს ვენაში. ის იყო იმპერატორ ფრანც II-ის და ორი სიცილიის სამეფოს პრინცესის, ტერეზას ვაჟი.
1824 წლის 4 ნეომბერს ვენაში ის დაქორწინდა ბავარიის მეფის, მაქსიმილიან I-ის და მისი მეორე ცოლის, კაროლინა ბადენელის ქალიშვილზე, სოფია ბავარიელზე. ფრანც კარლი იყო არაპატივმოყვარე და პასური ადამიანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ესწრებოდა საბჭოს სხდომებს, რომელიც მართავდა სახელმწიფოს 1835—1848 წლებში, ფრანცის უფროსი ძმის, ფერდინანდ I-ის უუანარობის გამო. ცოლის დაჟინებული მოთხოვნით, 1848 წლის დეკემბერში მან უარი თქვა ტახტზე ასვლაზე ფერდინანდ I-ის გარდაცვლალების შემდეგ და ნება დართო უფროს ვაჟს, ფრანც იოზეფს გამეფებულიყო. ერცჰერცოგი ფრანც კარლ ავსტრიელი გარდაიცვალა 1878 წლის 8 მარტს ვენაში, მისი ცოლის გარდაცვალებიდან 6 წელიწადში.
შვილები
რედაქტირებაფრანც კარლ ავსტრიელს და სოფია ბავარიელს შეეძინათ 5 შვილი:
- ფრანც იოზეფ I (18 აგვისტო 1830 — 21 ნოემბერი 1916) — ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორი.
- მაქსიმილიანი (6 ივლისი 1832 — 19 ივნისი 1867) — მექსიკის იმპერატორი.
- კარლ ლუდვიგი (30 ივლისი 1833 — 19 მაისი 1896)
- მარია ანა (27 ოქტომბერი 1835 — 5 თებერვალი 1840)
- ლუდვიგ ვიქტორი (15 მაისი 1842 — 18 იანვარი 1919)
ლიტერატურა
რედაქტირება- Constantin von Wurzbach: Habsburg, Franz Karl Joseph. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. Band 6, Verlag L. C. Zamarski, Wien 1860, S. 257.
- Franz Karl (Joseph) In: Österreichisches Biographisches Lexikon 1815–1950 (ÖBL). Band 1. Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften, Wien 1957, S. 353.