ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია
ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია (გერმ. Haus Habsburg-Lothringen) — დინასტია, რომელიც მართავდა საღვთო რომის იმპერიას, ავსტრიის იმპერიასა და ავსტრია-უნგრეთს 1765-1918 წლებში. სათავე დაედო 1740 წელს, ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენლისა და საღვთო რომის იმპერატორის, ფრანც I შტეფანისა და მარია ტერესია ჰაბსბურგის ქორწინებით. მათი ვაჟი, იოზეფ II ამ გვარის პირველი მატარებელი გახდა. დინასტიის წარმომადგენლები ასევე მართავდნენ ხორვატიას, ბოჰემიას, სერბეთს, ლუქსემბურგსა და იტალიურ საჰერცოგოებს. (ტოსკანა, პარმა და მოდენა)