ლეოპოლდ II (გერმ.: Leopold II.; დ. 5 მაისი, 1747, ვენა — გ. 1 მარტი, 1792, ვენა) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი 1790–1792 წლებში, ასევე ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1765-1790 წლებში, ჰაბსბურგ-ლოტარინგიის დინასტიის წარმომადგენელი.

ლეოპოლდ II

ლეოპოლდი 1770 წელს, შესრულებულია ანტონ რაფაელ მანგსის მიერ
საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 9 ოქტომბერი, 1790, ფრანკფურტი
15 ნოემბერი, 1790, პრესბურგი
6 სექტემბერი, 1791, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 30 სექტემბერი, 1790
მმართ. დასასრული: 1 მარტი, 1792
წინამორბედი: იოზეფ II
მემკვიდრე: ფრანც II
ტოსკანის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 18 აგვისტო, 1765
მმართ. დასასრული: 22 ივლისი, 1790
წინამორბედი: ფრანჩესკო II
მემკვიდრე: ფერდინანდო III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 მაისი, 1747
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 1 მარტი, 1792, (44 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: მარია ლუისა ესპანელი
შვილები: მარია ტერეზია, საქსონიის დედოფალი
ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი
ფერდინანდო III, ტოსკანის ჰერცოგი
მარია ანა
კარლ ლუდვიგი, ტეშჩენის ჰერცოგი
ალექსანდერ ლეოპოლდი
იოზეფი, უნგრეთის კურფიურსტი
მარია კლემენტინა, სიცილიის დედოფალი
ანტონ ვიქტორი, ტევტონთა დიდი მაგისტრი
მარია ამალია
რაინერი, ლომბარდო-ვენეციის ვიცეროი
ლუდვიგი
რუდოლფი, ოლომუცის არქიეპისკოპოსი
სრული სახელი: პეტერ ლეოპოლდ იოზეფ ანტონ იოაკიმ პიუს გოტჰარდი
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა: ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ტერეზია, ავსტრიის იმპერატრიცა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლეოპოლდი იმპერატორ ფრანც I შტეფანის და მისი მეუღლის მარია ტერეზიას მეცხრე შვილი იყო.

ტოსკანის დიდი ჰერცოგი

რედაქტირება

თავდაპირველად ლეოპოლდი მილანის ჰერცოგად იყო გამიზნული, თუმცა უფროსი ძმის, კარლის (1745–1761) ადრეული გარდაცვალების გამო ტაოსკანას დიდი ჰერცოგის მემკვიდრე გახდა. მამსი 1765 წელს გარდაცვალების შემდეგ იგი ტოსკანას მმართველი გახდა. ამ მიზეზის გამო ხშირად ტოსკანას ჰაბსბურგების სეკუნდოგენიტურსაც უწოდებენ.

ლეოპოლდმა თავისი მმართველობის დროს ტოსკანაში რამდენიმე რეფორმა გაატარა, რომლებსაც განმანათლებლობის შტრიხი დაჰყვებოდათ, თუმც თავის რეფორმებში ის ისეთი რადიკალური გადაყვეტილებებით არ გამოირჩეოდა როგორც მისი უფროსი ძმა იოზეფი.

იმპერატორი

რედაქტირება

იოზეფ II-ის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ლეოპოლდი 1790 წლის 9 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტში იმპერატორად იქნა არჩეული და მაინცის კურფიურტს-არქიეპისკოპოსმა ფრიდრიხ იოზეფ კარლ ფონ ერთალმა გვირგვინი დაადგა. მთელი თავისი მეფობა იგი ცდილობდა ძმის დაწყებული რეფორმების შეჩერებას და ძველი ყაიდის აღდგენას. განსაკუთრებით პრობლემატური იყო აჯანყებული უნგრელების და ბელგიელების დაშოშმინება. ლეოპოლდი ამისათვის სამხედრო ზალისმიერი მეთოდების გამოყენებასაც არ ერიდებოდა. 1790 წლის 15 ნოემბერს ლეოპოლდი პრესბურგში, სანქტ-მარტინის ტაძარში უნგრეთის აპოსტოლარულ მეფედ, ხოლო 1791 წლის 6 სექტემბერს პრაღაში სანქტ-ვეიტსის კათედრალში ბოჰემიის მეფედ ეკურთხა.

1791 წლის ზაფხულში მან პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-სთან ერთად გამოაქვეყნა ე.წ. “პილნიცის დეკლარაცია”, რომელიც ფაქტობრივად საფრანგეთის რევოლუციური მტავრობისათვის ომის გამოცხადებას უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია ოფიციალურად ომს არ უცხადებდა საფრანგეთს, თავისი რეაქციული სინაარსით მან მეფის ლუი XVI-ის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

გარდაცვალება და მემკვიდრე

რედაქტირება

1792 წელს ლეოპოლდ II მოულოდნელად გარდაიცვალა და იმპერატორი მისი ვაჟი ფრანცი გახდა. ლეოპოლდ II დასაფლავებულია ვენაში, იმპერატორთა საძვალეში (“ტოსკანას საძვალე”).

მშობლები:

მეუღლე:

შვილები:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Vovk, Justin C. (2010). In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa. iUniverse: Bloomington, Ind. ISBN 978-1-4502-0081-3