მთავარი მენიუს გახსნა
ფრანც II

ფრანც II (გერმ. Franz II. Joseph Karl; დ. 12 თებერვალი, 1768, ფლორენცია — გ. 2 მარტი, 1835, ვენა) — საღვთო რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი (1792–1806) და ავსტრიის პირველი იმპერატორი (1804–1835), ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის წარმომადგენელი. როგორც ავსტრიის იმპერატორი ატარებდა ფრანც I-ის სახელს. ანტიფრანგული კოალიციებისა (1793–1815) და საღვთო კავშირის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1810 წელს მისი ქალიშვილი მარი ლუიზი ნაპოლეონ ბონაპარტეს მიათხოვეს. ცდილობდა ფეოდალური რეჟიმის გაძლიერებას.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: