რუდოლფ ავსტრიელი (1788-1831)
ერჰჰერცოგი რუდოლფ ავსტრიელი (გერმ.: Rudolf von Österreich) (* 8 იანვარი 1788, ფლორენცია; † 24 ივლისი 1831, ოლმიუცი) - იყო ჰაბსბურგ-ლოტარინგიის დინასტიის წარმომადგენელი, ოლმიუცის ფიურსტ-არქიეპისკოპოსი და კარდინალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებარუდოლფი 1805 წელს მღვდლად ეკურთხა. 1819 წელს ოლმიუცის ფიურსტ-არქიეპისკოპოსად იქნა დანიშნული, ხოლო 1820 წელს კარდინალის რანგში იქნა აყვანილი.
რუდოლფი ხელოვნების დიდი მოყვარული და მეცენი იყო. ის უკრავდა ფორტეპიანოზე და თვითონ წერდა კიდეც მუსიკალ ნაწარმოებებს. ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მოსწავლე და დამფინანსებელი იყო. ბეთჰოვენის ვენაში ცხოვრების ხარჯებს, დაახ. 1500 ტალერს ის თავისი ხაზინიდან იხდიდა. რუდოლს ბეთჰოვენმა მიუძღვნა შემდეგი ნაწარმოებები: ოპუს 58, 73, 81ა, 96, 97, 106, 111, 133, 134 და “მისსა სოლემნის”, იგივე ოპუს 123, რომელიც რუდოლფის ოლმიუცის არქიეპისკოპოსად დანიშვნის დღისათვის იქნა დაწერილი.
ოჯახი
რედაქტირებამშობლები:
- მამა: ლეოპოლდ II - იმპერატორი.
- დედა: მარია ლუდოვიკა - ესპანეთის ინფანტა.
და-ძმები:
- მარია თერეზია - საქსონიის დედოფალი.
- ფრანც II - იმპერატორი.
- ფერდინანდ III - ტოსკანას დიდი ჰერცოგი.
- მარია ანა
- კარლ ლუდვიგ იოჰანი - ტეშენის ჰერცოგი.
- ლეოპოლდ ალექსანდერი.
- ალბრეხტი
- მაქსიმილიანი.
- იოზეფი - უნგრეთის პალატინი.
- კლემენტინე - ორივე სიცილის დედოფალი.
- ანტონ ვიქტორი - ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი.
- მარია ამალია.
- იოჰანი.
- რაინერი - ლომბარდია-ვენეციის ვიცე-მეფე.
- ლუდვიგ იოზეფი.
რუდოლფი დასაფლავებულია ვენაში, იმპერატორთა საძვალეში (ახალი საძვალე - ეპისკოპოსთა მწკრივი)