ფლორენცია (იტალ. Firenze, ძვ. იტალ. Fiorenza, ლათ. Florentia) — იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი. ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი 367 569 მცხოვრებით (1 500 000 შემოგარენის ჩათვლით).

ქალაქი
ფლორენცია
Firenze
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ტოსკანა
პროვინცია ფლორენცია
შიდა დაყოფა borough 1, borough 2, borough 5, borough 4 და borough 3
კოორდინატები 43°47′00″ ჩ. გ. 11°15′00″ ა. გ. / 43.78333° ჩ. გ. 11.25000° ა. გ. / 43.78333; 11.25000
ქალაქის მერი დარიო ნარდელა (დპ)
ფართობი 102.4 კმ²
ცენტრის სიმაღლე +50
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 383083[1] კაცი (2016, 30 ივნისი)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 055
საფოსტო ინდექსი 50100
საავტომობილო კოდი FI
ოფიციალური საიტი comune.firenze.it
ფლორენცია — იტალია
ფლორენცია
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 174
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. ფლორენცია უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ფლორენცია ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის დამლევს ქალაქში გაჩენილმა მოქალაქეებისა და მოვაჭრეების ფენამ საგრძნობლად შეკვეცა ფეოდალთა პრივილეგიები.

ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ. მედიჩების მმართველობის პერიოდში, ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდა. 1865-დან 1870-მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.

ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად. ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: დანტე ალიგიერი, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ჩეზარო პეტრარკა, ლეონარდო და ვინჩი, კოზიმო დე მედიჩი, ლორენცო დე მედიჩი, რაფაელი, ნიკოლა ფლამელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი, რობერტო კავალი და ასე შემდეგ.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

ფლორენცია დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:[2]

ცნობილი ფლორენციელები

რედაქტირება
 
დანტე ალიგიერი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bilancio demografico anno 2015 e popolazione residente al 31 dicembre; Comune: Firenze. იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-13. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 Gemellaggi, Patti di amicizia e di fratellanza Italian. Comune di Firenze. ციტირების თარიღი: 28 August 2015.
  3. Bethlehem Municipality. www.bethlehem-city.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 July 2010. ციტირების თარიღი: 10 October 2009.
  4. Dresden – Partner Cities. Landeshauptstadt Dresden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2008. ციტირების თარიღი: 29 December 2008.
  5. Twin and Partner Cities. City of Edinburgh Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2012. ციტირების თარიღი: 16 January 2009.
  6. Sister Cities of Kyoto City. City of Kyoto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2014. ციტირების თარიღი: 21 January 2014.
  7. Florence, Italy. Ivc.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 September 2012. ციტირების თარიღი: 26 June 2009.
  8. Twin cities of Riga. რიგის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2008. ციტირების თარიღი: 27 July 2009.
  9. Twinning Cities: International Relations (NB Florence is listed as 'Firenze') (PDF). Municipality of Tirana. www.tirana.gov.al. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2011. ციტირების თარიღი: 23 June 2009.