ფლორენს ნაიტინგეილი
ფლორენს ნაიტინგეილი (ინგლ. Florence Nightingale; დ. 12 მაისი, 1820 — გ. 13 აგვისტო, 1910) — ინგლისელი სოციალური რეფორმატორი და სტატისტიკოსი, საფუძველი ჩაუყარა ექთნის პროფესიას.
ფლორენს ნაიტინგეილი | |
---|---|
ინგლ. Florence Nightingale Smith | |
დაბ. თარიღი | 12 მაისი, 1820[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბ. ადგილი | ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო[14] |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 1910[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [8] [10] [11] [12] [13] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[14] |
დასაფლავებულია | Wellow[15] |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მედდა[16] [17] , სტატისტიკოსი[16] , მწერალი, პოლიტიკოსი, მასწავლებელი[16] და სოციოლოგი |
მეუღლე | |
მამა | უილიამ ნაიტინგეილი[16] [18] |
დედა | Frances Smith[5] [16] [18] |
ჯილდოები | ღირსების ორდენი[16] , Fellow of the Royal Statistical Society[16] და Decoration of the Royal Red Cross |
ხელმოწერა | |
ნაიტინგეილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს, მედდებისათვის სათანადო განათლების და კვალიფიკაციის მიცემით. ფლორენსის წყალობით, ექთნის პროფესია სათანადოდ დაფასდა. იგი ვიქტორიანული ეპოქის სახე გახდა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალი სანათით“, რადგან ღამ-ღამობით დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობას ამოწმებდა.[19][20]
თანამედროვე კომენტატორები ამტკიცებენ, რომ დღესდღეობით ყირიმის ომში ნაიტინგეილის საქმიანობა გაზვიადებულია მედიის მიერ. კრიტიკოსები კი თანხმდებიან, რომ მისი შემდგომი მოღვაწეობა, მეტად მნიშვნელოვანია საექთნო საქმიანობაში პროფესიონალიზმის დონის ზრდაში. 1860 წელს, ნაიტინგეილმა დააარსა მსოფლიოში პირველი პროფესიული საექთნო სკოლა ლონდონში, სენტ-ტომასის ჰოსპიტალში, რომელიც ახლა King's College London-ის შემადგენლობაშია. ნაიტინგეილის პიონერული ღვაწლი საექთნო სფეროში სათანადოდაა დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ; „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ საუკეთესო ჯილდოა, რისი მოპოვებაც ექთნებს შეუძლიათ; ფლორენსის პატივსაცემად ექთნების საერთაშირისო დღე მის დაბადების დღეზე აღინიშნება. ნაიტინგეილის სოციალური რეფორმები მოიცავს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ბრიტანული საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, ინდოეთში შიმშილთან ბრძოლის მხარდაჭერას, პროსტიტუციის კანონების (რომლებიც ქალებისთვის მეტად მკაცრი იყო) გაუქმების და ქალების სამუშაო ძალაში ჩრთულობის გაზრდის ხელშეწყობას.
ფლორენსი იყო ბრწყინვალე მწერალი. მისი ნაშრომების უმეტესობა, სამედიცინო ცოდნის გავრცელებას ემსახურებოდა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მარტივი ენით იყო დაწერილი, რომ მკითხველისგან არ მოითხოვდა განსაკუთრებულ ცოდნას. ნაიტინგეილი პირველი იყო, ვინც ეფექტურად იყენებდა ინფოგრაფიკებს, გრაფიკულ პრეზენტაციებს და სტატისტიკურ მონაცემებს.[21] ნაშრომების უმეტესობა მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
ადრეული წლები
რედაქტირებაფლორენს ნაიტინგეილი 1820 წლის 12 მაისს, მდიდარი და მაღალი კლასის წარმომადგენლის ოჯახში, ფლორენციაში დაიბადა,[22] შესაბამისად სახელიც ქალაქის პატივსაცემად დაერქვა. ოჯახის ორივე შტოდან მემკვიდრეობით ერგო ლიბერალური აზროვნების უნარი.[21]
1838 წელს, მამამისმა მთელი ოჯახი ევროპაში ტურნეზე წაიყვანა და სწორედ ამ მოგზაურობისას, ფლორენსმა გაიცნო ინგლისში დაბადებული პარიზელი ქალი მერი კლარკი. გარშემომყოფები მერის ექსცენტრიკულად და გამაღიზიანებლად თვლიდნენ, რადგან მაღალი წრის წარმომადგენელ მანდილოსნებს პატივისცემით არ ექცეოდა. მას ყოველთვის მამაკაცთა წრეში ყოფნა ერჩივნა, თუმცა, ფლორენსის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა. მიუხედავად 27 წლიანი განსხვავებისა, მათმა მეგობრობამ 40 წელი გასტანა. კლარკი ყოველ შემთხვევას იყენებდა იმის საჩვენებლად, რომ ქალები მამაკაცების თანასწორები იყვნენ და ეს სწორედ იმ იდეებს უღვივებდა ფლორენსს თავში, რასაც დედამისში ვერ ხედავდა.[23]
ახალგაზრდა ნაიტინგეილი აღიქმებოდა, როგორც საკმაოდ მიმზიდველი და გრაციოზული მანდილოსანი და მიუხედავად მკაცრი იმიჯისა, ცნობილი იყო თავისი მომხიბვლელობითა და მომაჯადოებელი ღიმილით. მისი მთხოვნელი იყო პოეტი რიჩარდ მილნესი, რომელიც რვა წლიანი შეხვედრების შემდეგ დაიწუნა იმ მიზეზით, რომ თვლიდა, ეს ურთიერთობა მის ნამდვილ ცხოვრებისეულ მიზანს შეუშლიდა ხელს.[24]
ფლორენსი აგრძელებდა მოგზაურობას საბერძნეთისა და შემდგომ ეგვიპტის მიმართულებით. მის მიერ დაწერილი ნაშრომები ეგვიპტეზე თითქოს აღსარებაა ცხოვრებისეული ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის შესახებ.[25] თებესში ყოფნისას წერდა, რომ ღვთის ხმა ჩაესმა, რომელმაც ჰკითხა, თუ შეასრულებდა მისი სახელით კარგ საქმეებს ყოველგვარი მატერიალური გამორჩენის გარეშე.[25] მამამისმა ფლორენსს გარკვეული ოდენობის ყოველწლიური შემოსავალი დაუტოვა. ეს მას საშუალებას აძლევდა, ეცხოვრა კომფორტულად და გაჰყოლოდა თავის ოცნებებს.[26]
გარდაცვალება
რედაქტირება1910 წლის 13 აგვისტოს, ფლორენსი 90 წლის ასაკში, თავის ბინაში, ლონდონში ძილში გარდაიცვალა,.[27] მისი დაკრძალვა ვესტმინსტერის სააბატოში იგეგმებოდა, მაგრამ ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს და დაკრძალეს წმინდა მარგარეტის ეკლესიის ეზოში.[28][29] ნაიტინგეილის გარდაცვალების შემდეგ, უამრავი ნაშრომი გამოუქვეყნებელი დარჩა.[30]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Florence Nightingale — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ფლორენს ნაიტინგეილი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- 1890 audio recording of Florence Nightingale speaking
- Victorians.co.uk: Florence Nightingale
- Eminent Victorians: Florence Nightingale by Lytton Strachey
- „New photo of 'Lady of the Lamp'“. BBC News. 6 August 2006. ციტირების თარიღი: 7 August 2008.
- University of Guelph: Collected Works of Florence Nightingale project
- Florence Nightingale Foundation
- Florence Nightingale Correspondence from the Historic Psychiatry Collection, Menninger Archives, Kansas Historical Society
- Florence Nightingale Letters Collection – A collection of letters written by and to Florence Nightingale from the UBC Library Digital Collections
- Florence Nightingale Letters Collection – correspondence in the University of Illinois at Chicago digital collections
- Florence Nightingale Declaration Campaign for Global Health established by the Nightingale Initiative for Global Health (NIGH)
- Florence Nightingale Window at St Peter's, Derby
- Papers of Florence Nightingale, 1820–1910
- Southern Star article დაარქივებული 2018-11-18 საიტზე Wayback Machine.
- Episode 6: Florence Nightingale დაარქივებული 2023-04-01 საიტზე Wayback Machine. from Babes of Science დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine. podcasts
- Texas Woman's University Special Collections has a large collection of Florence Nightingale artefacts, letters, and primary sources.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 3.0 3.1 Selanders L. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 6.0 6.1 Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 FemBio database
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
- ↑ 10.0 10.1 GeneaStar
- ↑ 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 12.0 12.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ 13.0 13.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 332. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ 14.0 14.1 Найтингейл Флоренс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Florence Nightingale: The Grave at East Wellow
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ Pennock M. R. Makers of nursing history : portraits and pen sketches of one-hundred and nine prominent women — 1940.
- ↑ 18.0 18.1 Kindred Britain
- ↑ Swenson, Kristine (2005). Medical Women and Victorian Fiction. University of Missouri Press, გვ. 15. ISBN 978-0-8262-6431-2.
- ↑ Aaron Ralby (2013). „The Crimean War 1853–1856“, Atlas of Military History. Parragon, გვ. 281. ISBN 978-1-4723-0963-1.
- ↑ 21.0 21.1 Bostridge, Mark (17 February 2011). „Florence Nightingale: the Lady with the Lamp“. BBC.
- ↑ Shiller, Joy. (1 December 2007) The true Florence: Exploring the Italian birthplace of Florence Nightingale. ციტირების თარიღი: 16 March 2015.
- ↑ Cromwell, Judith Lissauer (2013) Florence Nightingale, feminist. Jefferson, NC [u.a.]: McFarland et Company, გვ. 28. ISBN 0-7864-7092-5.
- ↑ Small, Hugh (1998) Florence Nightingale: Avenging Angel. New York: St. Martin's Press, გვ. 1–19.
- ↑ 25.0 25.1 Chaney, Edward (2006). „Egypt in England and America: The Cultural Memorials of Religion, Royalty and Revolution“, რედ. M. Ascari: Sites of Exchange: European Crossroads and Faultlines. Amsterdam and New York: Rodopi, გვ. 39–74.
- ↑ History of Harley Street at Harley Street Guide (commercial website)
- ↑ „Miss Nightingale Dies, Aged Ninety“. The New York Times. 15 August 1910. ციტირების თარიღი: 21 July 2007. ციტატა: „Florence Nightingale, the famous nurse of the Crimean war and the only woman who ever received the Order of Merit, died yesterday afternoon at her London home. Although she had been an invalid for a long time, rarely leaving her room, where she passed the time in a half-recumbent position and was under the constant care of a physician, her death was somewhat unexpected. A week ago she was quite sick, but then improved and on Friday was cheerful. During that night alarming symptoms developed and she gradually sank until 2 o'clock Saturday afternoon, when the end came.“
- ↑ Photograph of Nightingale's grave. countryjoe.com
- ↑ Florence Nightingale: The Grave at East Wellow. Countryjoe.com. ციტირების თარიღი: 13 March 2010.
- ↑ Kelly, Heather (1998). Florence Nightingale's autobiographical notes: A critical edition of BL Add. 45844 (England) (M.A. thesis) Wilfrid Laurier University