კატალანური დიდი ენციკლოპედია
კატალანური დიდი ენციკლოპედია (კდე) (კატალან: Gran Enciclopèdia Catalana) — კატალანურ ენაზე შექმნილი ენციკლოპედია, ცალკეულ გამოცემებად დაიწყო და გამოიცა 1968 წელს Edicions 62-ის მიერ. წიგნის შესავალი ნაწილი დაწერა მაქს კანერმა, პირველი დირექტორი ჟორდი კარბონელ ი ბალესტერი იყო. მეორე ტომიდან უკვე საკუთარი სარედაქციო ჯგუფი შეიკრიბა: Enciclopedia Catalana SA. ამის შემდეგ ახალი დირექტორი ჟოან კორერას ი მარტი გახდა.
ენციკლოპედია ყველა სახის ანბანურად დალაგებულ სტატიებს შეიცავს: ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურულ მეცნიერებათა და ა.შ. წიგნში საყოველთად მიღებული თვალსაზრისია გატარებული, თუმცა, ალაგ-ალაგ კატალანური მოსაზრებებიცაა შეტანილი. ენციკლოპედია ჩვეულებრივ ლექსიკონსაც მოიცავს, მთავარი რედაქტორია რამონ არამონ ი სერა.
კდე-ას ფიქსირებული შტატი ჰყავდა, რომელიც თემატურ ტექსტებს წერდა, გარდა ამისა, ექსპერტთა გუნდი, რომელიც ამოწმებდა სტატიებს დარგების მიხედვით. ენციკლოპედიის შექმნა კატალანელი ხალხის დიდი სურვილის შედეგად მოხდა.
მომდევნო გამოცემები რამდენიმე დამატებით ტომსა და დანართს მოიცავს. არსებობს ციფრული გამოცემაც. კატალანურმა დიდმა ენციკლოპედიამ საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში, რამაც მომდევნო ტომებში ბევრი სფეროს შევსება-გაფართოება მოითხოვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- L'Enciclopèdia (უფასო)
- L'Enciclopèdia en línia დაარქივებული 2009-04-19 საიტზე Wayback Machine. (ხელმოწერით)