Internet Archive
Internet Archive (ქართ. ინტერნეტ არქივი) — არაკომერციული ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც დაფუძნდა 1996 წელს სან-ფრანცისკოში, ბრიუსტერ კეილის მიერ. არქივი აგროვებს ვებგვერდების ასლებს, გრაფიკულ მასალებს, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, სურათებს, ვიდეო თამაშებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი მოიცავს 3 მილიონამდე საერთო მოხმარების წიგნს. Internet Archive უზრუნველყოფს მოძიებული მასალების გრძელვადიან არქივაციას და თავის მონაცემთა ბაზაზე უფასოდ წვდომას პუბლიკისთვის. მისი მიზანი არის ცივილიზაციის კულტურულ-ისტორიული ფასეულობების შენარჩუნება ინტერნეტის ეპოქაში და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა და მხარდაჭერა. 2014 წლის მონაცემით, არქივის მოცულობა შეადგენდა 15 პეტაბაიტს,[4][5][6] ხოლო 2016 წლის მონაცემით იგი მოიცავს ვებგვერდების 502 მილიარდ ასლს.
Internet Archive | |
---|---|
საიტი | Archive.org |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | ელექტრონული ბიბლიოთეკა |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
დამფუძნებელი | ბრიუსტერ კეილი |
გაეშვა | 12 მაისი, 1996[1][2] |
Alexa-ს რეიტინგი | 260 (ოქტომბერი, 2016)[3] |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
არქივი მომხმარებლებს აძლევს ციფრული მასალების ატვირთვა/ჩამოტვირთვის საშუალებას, თუმცა მონაცემების უმეტესობა გროვდება ავტომატურად, სხვადასხვა საძიებო სისტემების მეშვეობით. მისი ვებარქივია Wayback Machine, რაზეც ხელმისაწვდომია საიტების 150 მილიარდამდე სკრინშოტი.[7][8]
ბიბლიოთეკის ყოველწლიური ბიუჯეტი არის 10 მილიონი ამერიკული დოლარი და შემოსავალს ღებულობს სხვადასხვა წყაროებიდან: გრანტები, შემოწირებულობები და ა.შ.[9] შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია და ჰყავს 200-მდე თანამშრომელი, რომელთა უმეტესობა მუშაობს წიგნების სკანირების ცენტრში. არქივს აქვს მონაცემთა ცენტრები კალიფორნიის სამ ქალაქში: სან-ფრანცისკო, რედვუდ-სიტი, რიჩმონდი. იგი არის International Internet Preservation Consortium-ის წევრი[10] (ბიბლიოთეკების საერთაშორისო ორგანიზაცია). 2007 წელს ოფიციალურად მიენიჭა ბიბლიოთეკის სტატუსი.[11]
ლიტერატურა
რედაქტირება- Kahle, Brewster (1996 ნოემბერი). „Archiving the Internet“. Scientific America. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - Kahle, Brewster. (6 ნოემბერი, 2013) Scanning Center Fire — Please Help Rebuild.
- Lepore, Jill (26 იანვარი, 2015). „The Cobweb“. The New Yorker. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - Ringmar, Erik (10 აპრილი, 2008). „Liberate and Disseminate“. Times Higher Education Supplement. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Internet Archive: About the Archive. Wayback Machine (2000-04-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი, 2000. ციტირების თარიღი: 2016-03-13.
- ↑ Archive.org WHOIS, DNS, & Domain Info - DomainTools. WHOIS. ციტირების თარიღი: 2016-03-13.
- ↑ archive.org Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 18 October 2016.
- ↑ Meet the People Behind the Wayback Machine, One of Our Favorite Things About the Internet. ციტატა: „A collection like the Internet Archive's is extremely valuable. Kahle estimates it has about 15 petabytes of information“ ციტირების თარიღი: 21 September 2015.
- ↑ 10,000,000,000,000,000 bytes archived!. Internet Archive Blogs (26 ოქტომბერი, 2012). ციტატა: „On Thursday, 25 October, hundreds of Internet Archive supporters, volunteers, and staff celebrated addition of the 10,000,000,000,000,000th byte to the Archive's massive collections.“
- ↑ Brown, A. (2006). Archiving websites: A practical guide for information management professionals. London: Facet Publishing. p. 9.
- ↑ Internet Archive: Projects. Internet Archive. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2013.
- ↑ Grotke, A. (December 2011). "Web Archiving at the Library of Congress". Computers In Libraries, v.31 n.10, p. 15-19. Information Today.
- ↑ Womack, David (Spring 2003). „Who Owns History?“. Cabinet Magazine (10).
- ↑ "Members". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-13. ციტირების თარიღი: 2016-10-14. International Internet Preservation Consortium. Netpreserve.org
- ↑ "Internet Archive officially a library", 2 მაისი, 2007. Internet Archive