ნანკინი
ნანკინი, ნანძინი (სიტყვასიტყვით — სამხრეთი დედაქალაქი) — ქალაქი ჩინეთში, მდინარე იანძის მარჯვენა ნაპირზე. ქვეყნის დიდი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ძიანსუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 8,161,800 ადამიანი. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. სამდინარო ნავსადგური, სადაც შედიან საზღვაო გემებიც.
ქალაქი | |
---|---|
ნანკინი ჩინ.: 南京 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
შიდა დაყოფა | Xuanwu District, Baixia District, Qinhuai District, Jianye District, Gulou District, Xiaguan Qu, Pukou District, Qixia District, Yuhuatai District, Jiangning District, Luhe District, Lishui District და Gaochun District |
კოორდინატები | 32°03′00″ ჩ. გ. 118°46′00″ ა. გ. / 32.05000° ჩ. გ. 118.76667° ა. გ. |
მმართველი | Lan Shaomin |
დაარსდა | ძვ. წ. 495 |
ფართობი | 6598 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 20 მ |
მოსახლეობა | 8,161,800 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 1,237 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 25 |
საფოსტო ინდექსი | 210000–213000 |
საავტომობილო კოდი | 苏A |
ოფიციალური საიტი | nanjing.gov.cn |
ნანკინი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის 472 წელს, ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით — ძინლინი, მოლინი, ძიანიე, ძიანკანი, ძიანინი და სხვა. III საუკუნიდან იყო რამდენიმე დიდი ფეოდალური სამეფოს დედაქალაქი (1368-იდან 1421 წლამდე). 1421 წლიდან 1911 წლამდე ძიანანის სამეფისნაცვლოს ცენტრი. 1853 წლის მარტიდან 1864 წლამდე ეწოდებოდა ტიანძინი („ციური დედაქალაქი“) და იყო ტაიპინის სახელმწიფოს დედაქალაქი. 1911-1913 წლებში სინხაის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, 1911 წლის დეკემბრის ბოლოდან 1912 წლის აპრილამდე სუნ იატსენის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენცია, ჩინეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.
1912 წლის აპრილიდან 1927 წლამდე — ძიანსუს პორვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, ჩან კაიშის კონტრრევოლუციური გადატრიალების შემდეგ (1927 წლის 12 აპრილი) ჩინეთის დედაქალაქი. 1937 წლის დეკემბერს მიიტაცეს იაპონელმა ოკუპანტებმა. 1946 წლიდან 1949 წლამდე კვლავ ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობის ადგილსამყოფელია.
1949 წლის 23 აპრილს გომინდანელებისაგან გაათავისუფლა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ.
ნანკინი განაშენიანებულია თავისუფალი დაგეგმარებით. აღმოსავლეთ ნაწილში რეგულარული გეგმით გაშენებული „იმპერატორთა ქალაქია“ (XIV-XV საუკუნეები), არქიტექტურული ძეგლებია: მონასტერ ცისიასის ქვის პაგოდა შელიტა (X საუკუნე), „ულიანდიანი“ (აგურის „უკოჭებო ტაძარი“, 1398) ლინგუსის მონასტერში, მინის ეპოქის ქალაქის კედლის ნაწილი (XIV-XVII საუკუნეები), ლიანის დინასტიის (502-557) იმპერატორთა და ჯუ იუანჯანის (IV საუკუნე) სამარხები, სუნ იატსენის აკლდამა (1926-1929 წლები).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნანკინი“ ვიკისაწყობში.
- ნანკინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ნანკინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)