იანძი
იანძი (ჩინ. 長江 [长江] — „Cháng Jiāng“ ჩანიანგი — „გრძელი მდინარე“; იანგძიიანგი ) — მდინარე ჩინეთში, ყველაზე გრძელი მდინარე აზიაში და მესამე მსოფლიოში. მისი სიგრძე 6 418 კმ-ია. სათავეს იღებს ტიბეტის მთიანეთში და ჩაედინება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ქალაქ შანხაის სიახლოვეს. იანძი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარეა. მის აუზში ჩინეთის მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს.
იანძი | |
---|---|
![]() მდინარე იანძის პანორამა | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | ტიბეტის მთიანეთი |
სიგრძე | 6 300 კმ |
აუზის ფართობი | 1 808 500 კმ² |
![]() |
მდინარე ხუანხესთან ერთად, უდიდესია იანძის მნიშვნელობა ჩინეთის ისტორიაში, კულტურასა და ეკონომიკაში.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: