ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ. წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.

ჩინეთის ტერიტორიის ცვლილება ისტორიის მანძილზე.
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

სიას დინასტია რედაქტირება

 
სია
 
ჩინეთის ისტორიული რუკა, 1402

პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო სიას დინასტია (ჩინ. 夏朝). ამ დინასტიის არსებობა თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 2200-ძვ. წ. 1750 წლებით. დღევანდელ დღემდე, უმეტესობა ისტორიკოსებისა თვლიდნენ, რომ ამ დინასტიის არსებობა, საერთოდ მითია, მაგრამ არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ესეც ეჭვქვეშ დააყენა. ამ დინასტიის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას კიდევ ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა და გათხრა ესაჭიროება.

შანის დინასტია რედაქტირება

 
შანი

მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყო შანის დინასტია (ჩინ. 商朝), რომელიც თარიღდება ძვ. წ. 1750-ძვ. წ. 1040 წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.

  • ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია.
  • ამ დინასტიის ნეშთები, გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილი ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია ღორის ტყავზე.
  • ეს დინასტია იყო ალბათ ყველაზე სისხლს-მოწყურებული იმ დროისთვის და საერთოდ შუასაუკუნეებამდელ პერიოდში. მათ აშკარად უყვარდათ ადამიანების მსხვერპლშეწირვა. თუ მეფე მოკვდებოდა, მაშინ ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს, ჯერ თავს აჭრიდნენ და მერე ყრიდნენ სამარხში, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. ისინი აგრეთვე მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს სხვადასხვა რიტუალურ და ცერემონიულ შემთხვევებზე.

ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.

ჭოუს დინასტია რედაქტირება

დასავლური ჭოუს დინასტია (ძვ.წ. 1100 - ძვ.წ. 771) რედაქტირება

 
ჭოუ

შანის დინასტიის გადაგვარების შემდეგ, ჩინეთის მმართველობაში, მოვიდა ჭოუს დინასტია (ჩინ. 周朝), რომელმაც იარსება ძვ. წ. 1100-ძვ. წ. 256 წლებში. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლური (ძვ. წ. 1100 - 771 წლები) და აღმოსავლური (ძვ. წ. 771 - 256 წლები) ჭოუს დინასტია. უმეტესობა ისტორიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჭოუს დინასტია უფრო „ჩინური“ იყო, ვიდრე შანის. თუნდაც იმიტომ, რომ ჭოუს დინასტიაში მეფის (მმართველის) ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ნაკლებად ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე. მაგრამ შანის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. თუმცა საუკუნეები დასჭირდა, სანამ დასავლეთმა ისწავლა ბრინჯაოს ხმარება ისევე, როგორც ჭოუმ. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ სიას, შანის და ჭოუს დინასტიები იყო სამი სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ პერიოდში აღმოცენდა ყვითელი მდინარის ველზე. ისტორიული ჩანაწერები კი ამას ასაბუთებს იმით, რომ სიას დინასტია დაიპყრო შანმა, შემდეგ კი ჭოუმ იმარჯვა ამ უკანასკნელზე.

სინამდვილეში ჭოუ არ მართავდა მთელ იმ ტერიტორიას, რაც მაშინ იყო ჩინეთი. იმ დროს ჩინეთი შედგებოდა ასე თუ ისე დამოუკიდებელი სამთავროებისგან. ჭოუს დინასტია კი ყველაზე ძლიერი სამთავროს მართავდა. ეს სამთავრო განლაგებული იყო ჩინეთის სამთავროების ცენტრში და ავითარებდა და აღმავლობის გზაზე აყენებდა იამს, რასაც ჩინელები ეძახიან თავიანთ ქვეყანას — შუა სამეფოს. ჭოუს დინასტიამ შესძლო სიმშვიდის შენარჩუნება რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში, მაგრამ ძვ. წ. 771 წელს, დასავლეთიდან მოსულმა ბარბაროსებმა დაანგრიეს დასავლეთ ჭოუს სამთავრო დინასტია. ამ მარცხის შემდეგ, ჭოუს დინასტიამ გადაინაცვლა აღმოსავლეთით, სწორედ ეს გახდა ამ დინასტიის მმართველობის პერიოდის ორ ნაწილად გაყოფის მიზეზი.

აღმოსავლური ჭოუს დინასტია (ძვ.წ. 771 - ძვ.წ. 256) რედაქტირება

აღმოსავლეთ ჭოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის) ტაოიზმი (ტაოიზმი), კონფუციანიზმი და ლეგალიზმი.

  • ტაოიზმი არის აგებული ტაოს შესწავლაზე, ტაო ნიშნავს გზას, (ჩინ. 到). ტაოიზმის უძველესი წიგნია „ტაო დე ჯინგი“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერა ლაო-ძიმ. თუმცა დანამდვილებით არ არის ცნობილი ნამდვილად ლაო-ძი ერქვა მას თუ არა, საერთოდ თუ არსებობდა ლაო-ძი და არის თუ არა ეს წიგნი ერთი ავტორის მიერ დაწერილი. დაოისტებს უყვარდათ ამდაგვარი ფიქრები და პარადოქსული მსჯელობები. მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. ტაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ) ბუდიზმის განვითარებაზე.
  • კონფუცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ მორალიანი კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.
  • ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის, ხუნ-ძის სწავლებებისგან. ხუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ თავის თავზე იფიქრებს, მაშასადამე იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახალი გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს. კონფუციანიზმი ეყრდნობოდა ღირსებას და ქველობას, ხოლო ლეგალიზმი იყენბდა რკინის მუშტს. ლეგალიზმი იცავდა იმ ტექნიკებს და ხერხებს, რომლებიც გულისხმობდნენ წიგნების დაწვას და განადგურებას, მეზობლებს შორის დასმენის ინსტიტუტს, საიდუმლო პოლიციას, მოკლედ, დაახლოებით ისეთი სტილის ინსტიტუციებს, რომლებას მომავალში, ახლო ისტორიაში, გამოიყენეს ჰიტლერმა, სტალინმა, მაომ და სხვა დიქტატორებმა.

ცინ შიხუანდი და ცინის დინასტია რედაქტირება

 
ცინი

ძვ. წ. 221 წელს, ჩინეთის პირველმა იმპერატორმა (მანამდე ყველა წინამდებარე დინასტიის მეთაურები საკუთარ თავს მეფეებს ეძახდნენ) ცინ შიხუანდიმ მთლიანად დაიპყრო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში დაშლილი ჩინეთი. მისი მოგება განაპირობა ორმა მიზეზმა:

  • ის იყო თავგანწირული ლეგალისტი (იმდენად თავგანწირული, რომ რაც ქვეყანაში წიგნი იყო, რაც მან იპოვა, ყველა დაწვა და გაანადგურა); ხოცავდა თავის გენერლებს და სამხედროებს იმის გამო, რომ მათ დააგვიანეს შეხვედრაზე (თუმცა ამან მომავალში მისი დამარცხება გამოიწვია).
  • ცინის სახელმწიფოს, დინასტიას, ჰქონდა უამრავი რკინა, ამის გამო, რკინის ხანის პერიოდში, მათ ბევრად უფრო მეტი რკინის იარაღი ჰქონდათ ვიდრე სხვა სამთავროების არმიებს.

ცინის დინასტიის (ჩინ. 秦) დროს დაიწყო ჩინეთის დიდი კედელის მშენებლობა. ფაქტობრივად ჩინეთის კედელს აშენებდა 5 დინასტია დაახლოებით 1800 წლის განმავლობაში. დაიწყო ცინის დინასტიამ და დაამთავრა მინის დინასტიამ ჩვენი წელთაღრიცხვით 1620 წელს.

ძვ. წ. 210 წელს ცინ შიხუანდი გარდაიცვალა. რასაც მალევე მოჰყვა დინასტიის დაშლა საკმაოდ კურიოზული მიზეზით. რევოლუცია დაიწყო ერთმა უბრალო ჯარისკაცმა, რომელსაც ქინის ბრძანებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მიზეზი ამისა გახდა ის, რომ ამ ჯარისკაცს დააგვიანდა ახალწვეულების მიყვანა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო და გზები ძალიან ატალახდა. ჯარისკაცმა დაითანხმა ყველა ის ადამიანი ვისაც მასთან ერთად მიუსაჯეს სიკვდილი, რომ დაეწყოთ გადატრიალება. ისინი საბოლოოდ დაიჭირეს და სათანადოდ დასაჯეს (მოკლეს), თუმცა მათმა წამოწყებულმა რევოლუციამ შედეგი გამოიღო. ცინის დინასტია დაიშალა და გზა გაეხსნა ახალ, ხანის დინასტიას. კუნგ–ჰუ იყო ამ დინასტიების დამცველი ფილოსოფია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Abramson, Marc S. (2008). Ethnic Identity in Tang China. University of Pennsylvania Press, Philadelphia. ISBN 978-0-8122-4052-8.
  • Ankerl, G. C. Coexisting Contemporary Civilizations: Arabo-Muslim, Bharati, Chinese, and Western. INU PRESS Geneva, 2000. ISBN 2-88155-004-5.
  • Li, Xiaobing. China at War: An Encyclopedia (2012) in ebrary

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: