ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იაპონელებიერი, იაპონიის ძირითადი მოსახლეობა (99%). საერთო რაოდენობა 111 მლნ. (1975, შეფასება), იაპონიის გარდა ცხოვრობენ აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ლაპარაკობენ იაპონურ ენაზე, ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან მონღოლოიდურ რასას.

  • სახელები: თვითწოდება - 日本人 – ნიჰონჯინ;
  • საერთო რაოდენობა: 125,6 მლნ.
  • ენა: იაპონური.
  • რელიგია: ბუდიზმი, მაჰაიანის ფორმა, რომელშიც მრავალი სექტა შედის. მასთან ერთად აღიარებულია სინტოიზმი. არიან აგრეთვე ქრისტიანები და სინკრეტული კულტების მიმდევრები.
იაპონელი ერის უდიდესი წარმომადგენლები

ტომთა ჯგუფის სახით იაპონელები ჩამოყალიბდნენ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულიდან ენეოლითური კულტურის მქონე იაელთა დიდი ჯგუფია გადმოსახლების შედეგად იაპონიის კუნძულებზე, რომლებზეც მანამდე დასახლებული იყვნენ აინები და ნაწილობრივ მალაიურ-პოლონეზიური ტომები. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა პირველი ერთიანი იაპონიური სახელმწიფო (იამატოს სამეფო). ამით დასრულდა ძვ. იაპონელ ტომთა კონსოლიდაცია ერთ ეროვნებად, რომელიც შემდგომში განვითარდა ჩინეთის, კორეის, ინდოეთის ძვ. ცივილიზაციის გავლენით.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაპონელები“-დან