ელ-ქუვეითი
ელ-ქუვეითი (არაბ. مدينة الكويت) — ქუვეითის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. 2008 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობს 151 000 მცხოვრები. მდებარეობს სპარსეთის ყურეში. ელ-ქუვეითში განთავსებულია პარლამენტის შენობა. უმაღლესი სამთავრობო შენობები. უმსხვილესი კომპანიების შტაბ-ბინები და ბანკები. ელ-ქუვეითი არის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
ელ-ქუვეითი مدينة الكويت | |
ქვეყანა | ქუვეითი |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 29°22′11″ ჩ. გ. 47°58′42″ ა. გ. / 29.36972° ჩ. გ. 47.97833° ა. გ. |
ფართობი | 200 კმ² |
მოსახლეობა | 151 000 კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია
რედაქტირება1613 წელს წელს თანამედროვე ქალაქ ქუვეითის ადგილას პატარა დასახლება ქუვეითი შეიქმნა. 1716 წელს ბანი უტბაჰები ჩავიდნენ ქალაქში და დასახლდნენ. მათ დასახლებამდე ქალაქის მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე მეთევზე შეადგენდა და შესაბამისად დასახლებაც მეთევზეების სოფელი იყო. მე-18 საუკუნეში ქუვეითი აყვავდა და სწრაფად გახდა ძირითადი კომერციული ცენტრი საქონლის ტრანზიტისთვის, ინდოეთს, მასკატს, ბაღდადსა და არაბეთს შორის.[1] 1700-იანი წლების შუა პერიოდისათვის, ქუვეითი უკვე წარმოადგენდა მთავარ სავაჭრო ცენტრს სპარსეთის ყურეზე, რომელიც ალეპოს უკავშირდებოდა.
1775–1779 წლებში, ბასრის სპარსული ალყის დროს ერაყელმა ვაჭრებმა თავშესაფარი ქუვეითში იპოვეს და ქვუეითის სტრატეგიული მდებარეობა და გემთშენებლობა საკუთარი სავაჭრო საქმიანობის გაფართოებისთვის გამოიყენეს. [2] შედეგად ქუვეითის საზღვაო კომერცია აყვავდა. 1775 და 1779 წლებს შორის ინდოეთსა და მნიშვნელოვან ქალაქებს შორის (როგორიცაა კონსტანტინოპოლი, სმირნა, ალეპო და ბაღდადი) სავაჭრო გზა სწორედ ქალაქ ქუვეითზე გადიოდა. [3] ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია ქუვეითში 1792 წელს გაჩნდა. ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიამ უზრუნველყო საზღვაო გზების შექმნა ქუვეითს, ინდოეთსა და აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის.
ქუვეითი სპარეთის ყურეზე გემთმშენებლობის ცენტრს წარმოადგენდა. [4] მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებისათვის ქუვეითში დამზადებული გემები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ინდოეთის, წითელი ზღვის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს შორის ტვირთის გადატანაში. აქ დამზადებულმა გემებმა სახელი მთელ ინდოეთის ოკეანეში გაითქვეს. [5] მე-18 საუკუნეის ბოლოსკენ ქუვეითი ოსმალების მიერ დევნილი ბასრას ვაჭრების თავშესაფრად ჩამოყალიბდა. პალგრავის მიხედვით ქუვეითელებმა სპარსეთის ყურის საუკეთესო მეზღვაურების წოდება მიიღეს.
შეიხ მუბარაკ ალ საბაჰის მმართველების დროს ქუვეითს ,,ყურის მარსელი უწოდეს, რადგან მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა ეროვნების ხალხს იზიდავდა. [6] მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებშ ქუვეითში მდიდარი მოვაჭრე ოჯახები ცხოვრობნენ, რომლეთა შორისაც ქორწინების შედეგად ეკონომიკური შემოსავალი ზიარდებოდა. ელიტის წწარმომადგენლები შიიტები და სუნიტები იყვნენ, რომელთა წინაპრებს, მეტწილად ქალაქში მცხოვრები 30 ბანი უტბელების ოჯახები წარმოადგენდა. ქალაქის უმდიდრესმა ვაჭრებმა შემოსავალი გემთმშენებლობითა და მარგალიტებით ვაჭრობით მოიპოვეს. ისინი კოსმოპოლიტურ ელიტას წარმოადგენდნენ, რომლებიც ხშირად მოგზაურობდნენ ინდოეთში, აფრიკაში და ევროპაში. აქაურმა ელიტის წარმომადგენლებმა შვილების განათლებაზე მეტი იზრუნეს ვიდრე სხვა არაბულ ქალაქებში მცხოვრებმა ელიტის წევრებმა. [7] ქალაქის დასავლელი ვიზიტორების მონაცემებით ქალაქში გამოყენებული იყო ევროპული სტილის საოფისე სისტემები, საბეჭდი მანქანები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენდა. ალ-ღანიმისა და ალ-ჰამადის ოჯახებმა 1940-იან წლებში ვაჭრობიტ მილიონებიც კი მოიპოვეს.
ოქროს ხანა (1946–1982)
რედაქტირება1946-დან1982 წლამდე ქუვეითში ოქროს ხანა შეიქმნა აქ აღმოჩენილი ნავთობისა და ლიბერალური ატმოსფეროს დამსახურებით. [1] ამ პერიოდს ხშირად ,,ოქროს ხანასაც კი უწოდებენ. 1950 წელს ქალაქშ საზოგადოებრივი სამსახურების პროგრამა ამოქმედდა, რიტაც ღარიბ ქუვეითელებს საშუალება მიეცათ ცხოვრების თანამედროვე სტანდარტებს დაწეულიყვნენ. 1952 წლისთვის ქალაქი ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა სპარსეთის ყურის რეგიონში. ამ წელს ნავთობით მიღებული შემოსავლის ოდენობა 169 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკის ამ მასობრივმა ზრდამ ბევრი უცხოელის ყურადღება მიიპყრო, რომლეთა შორის იყვნენ: პალესტინელები, ეგვიპტელები და ინდოელები, რომლებიც ახალი გეგმის შექმნაში წვლილი შეიტანეს. ეს გეგმა 1952 წელს ოფიციალურად დამტკიცდა. 1961 წლის ივნისში ქუვეითმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და აბდულა ალ-სალიმ ალ-საბაჰი ქვეყნის მმართველი (ემირი) გახდა. ახლად შედგენილი კონსტიტუციის პირობებში, ქუვეითმა პირველი საპარლამენტო არჩევნები 1963 წელს ჩაატარა. ქუვეითი იყო სპარსეთის ყურის პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუცია და პარლამენტი.
1960 და 1970-იან წლებში ქუვეითი რეგიონში ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. 1970 წელს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ქუვეითი მთელ არაბულ ქვეყნებს შორის განვითარების მხრივ მეორე ადგილზე იყო. 1966 წელს დაარსდა ქუვეითის უნივერსიტეტი. ქუვეითის თეატრი მთელ არაბულ სამყაროში სახელგანთქმულია.
1960-1970 წლებში ქუვეითური პრესა მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ პრესად მოიხსენიებოდა. 1958 წელს შეიქმნა გაზეთი ალ-არაბი, რომელიც მთელ არაბულ სამყაროში ყველაზე პოპულარული გაზეთი გახდა. მრავალი არაბულენოვანი მწერალი საცხოვრებლად ქუვეითში გადავიდა, რადგან ქუვეითს გამოხატვის თავისუფლების მეტად მაღალი დონე ჰქონდა სხვა ქვეყნებთან შედარებით. ქუვეითი წარმოადგენდა თავშესაფარს მწერლებისა და ჟურნალისტებისთვის მთელი შუა აღმოსავლეთიდან.
1960-1970 წლებში ქუვეითელი ქალების უმეტესობა ჰიჯაბს არ ატარებდა. უნივერსიტეტებში ჰიჯაბზე მეტად მოკლე კაბები იყო გავრცელებული.
უახლესი ისტორია
რედაქტირება1980-იანი წლების დასაწყისში სოუკ ალ-მანახის საფონდო ბაზრის დაშლისა და ნავთობის ფასის დაცემის შემდეგ ქუვეითში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.
ირან-ერაყის ომის დროს ქუვეითმა მხარი ერაყს დაუჭირა, რამაც ქუვეითის დაბომბვა, ტერორისტული ტერაქტები, ქუვეითის კუთვნილი თვითმფრონავების გატაცება და ემირ ჯაბერის მკვლელობის მცდელობა გამოიწვია. ქუვეითი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წამყვანი რეგიონალური კერა იყო 1960-70-იან წლებში და 1980-იანი წლების დასაწყისში,ტერორისტული თავდასხმების გამო სამეცნიერო-კვლევითი სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
1980-იანი წლების განმავლობაში ქუვეითი მკაცრად უჭერდა მხარს ისლამიზმს განსაკუთრებით კი ქვეყნის მმართველი ალ საბაჰების დინასტია. 1981 წელს ქუვეითის მთავრობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ისლამისტი მთავრობის შესვლას. 1980-იანი წლების ბოლოს ქუვეითი მოხსენიებული იყო, როგორც ავტოკრატიული სახელმწიფო.
ირან-ერაყის ომის დასრულების შემდეგ ერაყმა ქუვეითს სთხოვა, რომ ეპატიებია 65 მილიარდი აშშ დოლარის ვალი, რაზეც ქუვეითმა ერაყს უარი უთხრა. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დაპირისპირება დასრულდა მას შემდეგ, რაც ქუვეითმა გაზარდა ნავთობის წარმოება 40 პროცენტით. 1990 წლის ივლისში ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კიდევ ერთხელ გაიზარდა, როდესაც ერაყმა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში ქუვეითს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ნავთობის მოპარვისთვის უჩივლა.
1990 წელს ერაყული ძალები ქუვეითში შეიჭრა. არაერთი დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა კოლაიცია, ქუვეითიდან ერაყული ძალების გასაყვანად. ეს ფაქტი ისტორიაში ცნობილია, როგორც ყურის ომი. 1991 წლის 26 თებერვალს კოალიციამ შეძლო ერაყის ძალების ქვეყნიდან განდევნა. ერაყის ოკუპაციის დროს დაიღუპა ქუვეითის 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
2003 წლის მარტში ქუვეითი გახდა პლაცდარმი აშშ-ის ერაყში შეჭრის მიზნით. 2006 წლის იანვარში ემირ ჯაბერის გარდაცვალებისთანავე საად ალ საბაჰს მისი ადგილის დაკავება სურდა, მაგრამ ცხრა დღის შემდეგ, კანმრტელობის მდგომარეობის გამო ის მთავრობამ გადააყენა. საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ქვეყნის მმართველი (ემირი) გახდა. 2011- 2012 წლებში ქუვეითში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც არაბული გაზაფხულის მიერ იყო ორგანიზებული. საპროტესტო აქციებმა 2011 წელს პარლამენტის დაშლა გამოიწვია. სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი მასობრივი გამოსვლებისა და კორუფციაში დადანაშაულების გამო პოზიციიდან გადადგა.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი ქუვეითი მდებარეობს ქუვეითის ყურს სანაპიროზე. ქალაქს ბუნებრივი ღრმაწყლოვანი პორტი გააჩნია. ქუვეითის მოსახლეობის 90% ქუვეითის ყურის სანაპიროზე ცხოვრობს. ქვეყანას ცხრა კუნძული გააჩნია, რომელთაგან მხოლოდ ერთია დასახლებული.[8] დაარქივებული 2008-12-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
ქუვეითის ნავთობმომპოვებელი ტერიტორია დაახლოებით 70 მილიარდ ბარელ ნავთობს შეიცავს.1991 წლის ქუვეითის ნავთობის ხანძრების დროს შეიქმნა 500-ზე მეტი ნავთობის ტბა.ნიადაგის დაბინძურებამ და ნავთობისა და ჭვარტლის დაგროვებამ, ქუვეითის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილები დაუსახლებელი გახადა.ყურის ომის დროს ნავთობის დაღვრამ ასევე მკვეთრად იმოქმედა ქუვეითის საზღვაო რესურსებზე.
კლიმატი
რედაქტირებაქალაქ ქუვეითს ცხელი, არიდული ჰავა ახასიათებს. აქ ძალიან დიდხნიანი, ცხელი ზაფხულია და მოკლევადიანი, სუსტი ზამთარი. ზაფხულის ტემპერატურის მიხედვით, ქალაქი ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქს წარმოადგენს. ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა 45 °C (113 °F) , რომელიც სამი თვის განმავლობაში გრძელდება. დღის განმავლობაში ტემპერატურა 50 °C-ს (122 °F) აღწევს, ღამით კი ტემპერატურა 30 °C-მდე (86 °F) ეცემა. ზამთარში, ღამით ტემპერატურა 8 °C-ზე (46 °F) დაბალია.
ზაფხულში ხშირია შამალის ქვიშის შტორმი. ქვიშის შტორმი წელიწადის ყველა დროს ხდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად მაინც ზაფხულში იჩენს თავს.
თვე | იანვ | თებე | მარტ | აპრი | მაის | ივნი | ივლი | აგვი | სექ | ოქტო | ნოემ | დეკე | წლიური |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რეკორდულად მაღალი °C (°F) | 29.8
(85.6) |
35.8
(96.4) |
41.2
(106.2) |
44.2
(111.6) |
49.0
(120.2) |
49.8
(121.6) |
52.1
(125.8) |
50.7
(123.3) |
47.7
(117.9) |
43.7
(110.7) |
37.9
(100.2) |
30.5
(86.9) |
52.1
(125.8) |
საშუალო მაღალი °C (°F) | 19.5
(67.1) |
21.8
(71.2) |
26.9
(80.4) |
33.9
(93.0) |
40.9
(105.6) |
45.5
(113.9) |
46.7
(116.1) |
46.9
(116.4) |
43.7
(110.7) |
36.6
(97.9) |
27.8
(82.0) |
21.9
(71.4) |
34.3
(93.7) |
საშუალო დაბალი °C (°F) | 8.5
(47.3) |
10.0
(50.0) |
14.0
(57.2) |
19.5
(67.1) |
25.4
(77.7) |
28.9
(84.0) |
30.7
(87.3) |
29.5
(85.1) |
26.2
(79.2) |
21.5
(70.7) |
14.5
(58.1) |
9.9
(49.8) |
19.9
(67.8) |
რეკორდულად დაბალი °C (°F) | −4.0
(24.8) |
−1.6
(29.1) |
−0.1
(31.8) |
6.9
(44.4) |
14.7
(58.5) |
20.4
(68.7) |
22.4
(72.3) |
21.7
(71.1) |
16.0
(60.8) |
9.4
(48.9) |
2.0
(35.6) |
−1.5
(29.3) |
−4.0
(24.8) |
საშუალო ნალექიანობა მმ (ინჩები) | 30.2
(1.19) |
10.5
(0.41) |
18.2
(0.72) |
11.5
(0.45) |
0.4
(0.02) |
0.0
(0.0) |
0.0
(0.0) |
0.0
(0.0) |
0.0
(0.0) |
1.4
(0.06) |
18.5
(0.73) |
25.5
(1.00) |
116.2
(4.57) |
საშუალო ნალექიანი დღეები (≥ 0.1 მმ) | 5 | 3 | 3 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 3 | 3 | 19 |
ეკონომიკა
რედაქტირებაქუვეითს აქვს ნავთობზე დაფუძნებული ეკონომიკა. ნავთობი და სასუქი პროდუქტები ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ქუვეითური დინარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ღირებულების ფულის ერთეულია. ნავთობპროდუქტებისაგან მიღებული შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს წარმოადგენს და მთავრობის წევრების 90%-ის შემოსავალია. ქუვეითური საფონდო ბირჟა არაბულ სამყაროში სიდიდით მეორეა. 1000
კულტურა
რედაქტირებათეატრი
რედაქტირებაქალაქი ქუვეითი ცნობილია თავისი თეატრით და თეატრალური ტრადიციებით. ქვეყანა სპარსეთის ყურის ერთადერთ არაბულ სახლმწიფოს წარმოადგენს, რომელსაც ეს ტრადიცია გააჩნია.[9] არაბული თეატრალური მოძრაობა ქალაქ ქუვეითში არაბული კულტურული ცხოვრების დიდ ნაწილს წარმოადგენს. 1920-იან წლებში ქალაქ ქუვეითში თეატრების დადგმა დაიწყო, მას შემდეგ, რაც პირველი თეატრალური ოპერა გამოვიდა. თეატრში მონაწილეობა და საყურებლად წასვლა ქუვეითში პოპულარობსა დღესაც არ კარგავს.
საპნის ოპერები
რედაქტირებაქუვეითის საპნის ოპერები (المسلسلات الكويتية) არაბულ სამყაროში ყველაზე ყურებად საპნის ოპერას წარმოადგენს. ყურის მიმდებარედ დაარსებული საპნის ოპერების უმეტესობა, სწორედ ქუვეითის მაგალითზეა დაფუძნებული. მართალია ამ სახის ოპერები ქუვეითურ დიალექტზე სრულდება, მაგრამ აქტუალურობას შორს მდებარე ტუნისშიც კი არ კარგავს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kuwait City, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე