საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი

საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი (დ. 16 ივნისი 1929 — გ. 29 სექტემბერი, 2020) — ქუვეითის ამირა 2006 წლის 29 იანვრიდან. მისი წინამორბედი საად ალ-აბდულაჰ ალ-სალიმ ალ-საბაჰი ათდღიანი მმართველობის შემდეგ პარლამენტმა 2006 წლის 24 იანვარს გადააყენა ავადმყოფობის გამო და ხუთი დღის შემდეგ ფიცი დადო დღევანდელმა ამირამ. ის დამოუკიდებელი ქუვეითის მეხუთე ამირაა და ქუვეითთან ერთად სათავეში უდგას ალ-საბაჰთა საგვარეულოს.

საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი
ქუვეითის ამირა
მმართ. დასაწყისი: 29 იანვარი, 2006
მმართ. დასასრული: 29 სექტემბერი, 2020
წინამორბედი: საად ალ-აბდულაჰ ალ-სალიმ ალ-საბაჰი
მემკვიდრე: ამირა ნაუფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ივნისი, 1929
გარდ. თარიღი: 29 სექტემბერი, 2020 (91 წლის)
შვილები: ნასერი და ჰამიდი
დინასტია: ალ-საბაჰი
რელიგია: ისლამი

ამირას განსაკუთრებული გამოცდილება აქვს საგარეო ურთიერთობაში, იგი 40 წლის განმავლობაში (1963-2003) მეთაურობდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, 2003-2006 წლებში კი პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

ამირა ქვრივია, მისი მეუღლე ჯერ კიდევ ერაყ-ქუვეითის ომამდე გარდაიცვალა. მას ორი ვაჟი ჰყავს, უფროსი, შეიხი ნასერი, მინისტრია და ისლამური ხელოვნების ნიმუშთა მსოფლიოში უდიდესი კოლექციის მფლობელია. მეორე - შეიხ ჰამედი ბიზნესმენია და საბანკო-საფინანსო ბიზნესში მოღვაწეობს. ამირას ჰყავდა ასევე სხვა ორი შვილიც. ქალიშვილი - შეიხა სალვა 2002 წელს მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. მამას ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი და სასახლეს, სადაც ცხოვრობს, „დარ სალვა“ - „სალვას სასახლე“ უწოდა. მონარქის მეოთხე შვილი 1969 წელს ბავშვობისას ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამირას განსაკუთრებით იტაცებს ფოტოგრაფია და თევზაობა.

დღევანდელი მონარქის მემკვიდრეა მისი ნახევარძმა ამირა ნაუფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი. იგი მემკვიდრედ ოფიციალურად გამოცხადდა 2006 წლის 7 თებერვალს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია - მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008 წ.