ქუვეითი, ოფიციალურად ქუვეითის სახელმწიფო (არაბ. دولة الكويت, იკითხება — Dawlat al Kuwayt) — არაბული სახელმწიფო დასავლეთ აზიაში. მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში სპარსეთის ყურის ნაპირზე. მას აქვს საზღვრები ჩრდილოეთით ერაყთან და სამხრეთით საუდის არაბეთთან. სახელი „ქუვეითი“ მომდინარეობს არაბული სიტყვის არაბ. كوت ქუთ - „ციხე-სიმაგრე“ კნინობითი ფორმიდან.[4] ქვეყანა მოიცავს 17 820 კვადრატულ კილომეტრს და მისი მოსახლეობა 2013 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს დაახლოებით 2,6 მილიონს.[1]

ქუვეითის სახელმწიფო
არაბ. دولة الكويت
ქუვეითი
ქუვეითის
ჰიმნი: „Al-Nasheed Al-Watani“
ქუვეითის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ელ-ქუვეითი
29°22′ ჩ. გ. 47°58′ ა. გ. / 29.367° ჩ. გ. 47.967° ა. გ. / 29.367; 47.967
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია[1]
 -  ემირი მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საჰაბი
 -  პრ.-მინისტრი აჰმად ნავაფ ალ-აჰმად ალ-საჰაბი
ფართობი
 -  სულ 17 818 კმ2 (157-ე)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 2 695 316[1] (140-ე)
 -  2005 აღწერა 2 213 403[2] 
 -  სიმჭიდროვე 200,2 კაცი/კმ2 (61-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $163.671 მილიარდი [3] (58-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $58 080[3] (მე-5)
აგი (2013) 0.790 (მაღალი) (54-ე)
ვალუტა ქუვეითური დინარი (KWD)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი KWT
Internet TLD .kw
სატელეფონო კოდი +965

სახელწოდება რედაქტირება

  • ოფიციალური: ქუვეითის სახელმწიფო.
  • ეროვნული: الكويت; Dawlat al Kuwayt.
  • ეტიმოლოგია: წარმოდგება არაბული სიტყვისაგან Kut და ნიშნავს „ფორტს“ (გამაგრებული ნაგებობა).

ისტორია რედაქტირება

1961 წელს მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან. 1991 წელს იგი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის „უდაბნოს ქარიშხალი“ პლაცდარმი გახდა, რაც გამოწვეული იყო ერაყის მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტით. ამ ომმა ქვეყანას დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა. უკანასკნელ წლებში ქუვეითში იყო მცდელობა პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციისა. კერძოდ 1999 წელს ქვეყნის მმართველმა გამოსცა განკარგულება ქალთათვის საარჩევნო უფლების მინიჭების შესახებ, მაგრამ იგი უარყოფილ იქნა ეროვნული კრების მიერ.

გეოგრაფია რედაქტირება

 

ქუვეითი მცირე ზომის სახელმწიფოა ნავთობის დიდი მარაგებით. იგი მდებარეობს სპარსეთის ყურეში, ხმელეთით ესაზღვრება საუდის არაბეთსა და ერაყს, ხოლო მისი მეზობელი ყურის მოპირდაპირე მხარეს ირანია. ფართობი: 20 200 კვ. კმ.

სახელმწიფო რედაქტირება

  • სახელმწიფო სისტემა: აბსოლუტური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: ემირი შეიხ ჯაბერ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი (Amir JABIR al-Ahmad al-Jabir Al Sabah, 1977).
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (50 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 5 გუბერნია (muhafazah).

დემოგრაფია რედაქტირება

  • მოსახლეობა - 2 335 648 (2005), მათ შორის 42 % ქუვეითელი, 19 % იორდანელი, 6 % ერაყელი, 6 % ლიბანელი.
  • სახელმწიფო ენა: არაბული. სხვა ენები - ინგლისური.
  • რელიგია: ისლამი.
  • დედაქალაქი: ელ-ქუვეითი (1.710 ათასი).
  • ქალაქები: ას-სალიმია (147), ჯალიბ-აშ-შუიუ (115).

ეკონომიკა რედაქტირება

ნავთობის საბადოების ათვისება 1930-იან წლებში დაიწყო და განვითარდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მას შემდეგ ნავთობი ეკონომიკის საფუძველია, რომელიც საექსპორტო შემოსავლების 90 %-ს იძლევა.

მემკვიდრეობა რედაქტირება

 
ელ-ქუვეითი

ელ-ქუვეითი (პარლამენტი, დანგრეული ეროვნული მუზეუმი, ტარეკ რაჯაბის მუზეუმი), ალ-ჯაჰრა (რედ ფორტი, ცნობილია 1920 წლის ალყის გამო).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Kuwait. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-21. ციტირების თარიღი: 2013-11-11.
  2. Population of Kuwait. Kuwait Government Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-17. ციტირების თარიღი: 2013-11-11.
  3. 3.0 3.1 Kuwait. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 19 April 2012.
  4. KUWAIT დაარქივებული 2013-12-22 საიტზე Wayback Machine. — Institute MEDEA