ქუვეითური დინარი
ქუვეითური დინარი ( არაბ. دينار كويتي , კოდი : KWD ) — ოფიციალური ვალუტა ქუვეითში. იგი იყოფა 1000 ფილად . 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქუვეითური დინარი არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ღირებულების სავალუტო ერთეული ნომინალური ღირებულების მიხედვით. [1]
ქუვეითური დინარი دينار كويتي | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | KWD | ||
ქვეყანა | ქუვეითი | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
ქუვეითი | ||
შედგება | 100 1000 ფილისაგან | ||
სიმბოლო | د.ك და KD | ||
მონეტები | 1, 5, 10, 20, 50, 100 ფილი | ||
ბანკნოტები | 1/2, 1/4, 1, 5, 10, 20 დინარი | ||
ცენტრალური ბანკი | ქუვეითის ცენტრალური ბანკი |
ისტორია
რედაქტირებადინარი შემოიღეს1960 წელს, ყურის რუპიის შესაცვლელად, რაც ინდური რუპიის ექვივალენტური იყო. დინარი თავდაპირველად ერთი გირვანქა სტერლინგის ტოლფასი იყო. [2]
როდესაც ერაყი ქუვეითში შეიჭრა 1990 წელს, ერაყულმა დინარმა შეცვალა ქუვეითის დინარი, რადგან შემოჭრილმა ძალებმა მოიპარეს ვალუტა და დიდი რაოდენობით ბანკნოტები. განთავისუფლების შემდეგ ქუვეითური დინარი აღადგინეს. ქვეყნის ვალუტა შეიქმნა და შემოიღეს ბანკნოტების ახალი სერია, რამაც მოპარული ბანკნოტების დემონეტიზირება მოახდინა.
მონეტები
რედაქტირებაქვემოთ მოცემულ ცხროლში გამოსახულია დინარის შესაბამისი მონეტები, რომლებიც შემოღებულია 1961 წელს. ყველა მონეტის დიზაინი მსგავსია და პირველი მოჭრის შემდეგ არ შეცვლილა. ავერსზე გამოსახულია ბუმის ხომალდი, რომელზედაც მოჭრის წელია დაწერილი და ასევე წარწერა თანამედროვე და ძველ არაბულად. რევერსზე გამოსახულია არაბული წარწერა, რომელიც ცენტრში მდებარეობს წრიულად: إمَارَة الكُوَيت (არაბულად: ქუვეითის სახელმწიფო ) და ქვემოთ აწერია KUWAIT ინგლისურად.
ბევრი სხვა შუა აღმოსავლეთის ვალუტისგან განსხვავებით, ქუვეითს აქვს მონეტა, რომლის მთავარი სავალუტო ერთეული 0.02 ღირს, ვიდრე 0.025 ან 0.25.
1 ფილის მონეტა ბოლოს მიჭრა 1988 წელს.
ბანკნოტები
რედაქტირებადაბეჭდილია ქუვეითის დინარის ფულის ექვსი სერია.
პირველი სერია
რედაქტირებაპირველი სერია გამოიცა 1960 წელს ქუვეითის სავალუტო კანონის გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც დაარსდა ქუვეითის სავალუტო საბჭო. ეს სერია მიმოქცევაში 1961 წლის 1 აპრილიდან 1982 წლის 1 თებერვლამდე იყო და მოიცავდა მეოთხედ, ნახევარ, ერთ, ხუთ და 10 დინარიან ბანკნოტებს.
მეორე სერია
რედაქტირებაქუვეითის ცენტრალური ბანკის შექმნის შემდეგ, 1969 წელს შეიქმნა ახალი მეოთხედის, ნახევრისა და 10 დინარის ღირებულების კუპიურები. 1 და 5 დინარიანი ვალუტები განახლდა 1971 წლის 20 აპრილს. [3] მეორე სერია 1982 წლის 1 თებერვალს გაუქმდა.
მესამე სერია
რედაქტირებამესამე სერია მიმოქცევაში შევიდა 1980 წლის 20 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტზე ამირა ჯაბერ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ავიდა. უკვე არსებული ბანკნოტებიდან ყველა განაახლა. 20 დინარიანი ბანკნოტი შემოიღეს 1986 წლის 9 თებერვალს. ქუვეითის შემოჭრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის შედეგად, ეს სერია ძალადაკარგულად გამოცხადდა 1991 წლის 30 სექტემბრიდან. ამ სერიის მნიშვნელოვანი რაოდენობა მოიპარეს ერაყულმა ძალებმა და ზოგიერთი მათგანი გამოჩნდა საერთაშორისო ნუმიზმატიკური ბაზარზე.
მეოთხე სერია
რედაქტირებაგანთავისუფლების შემდეგ, 1991 წლის 24 მარტს გამოიცა მეოთხე სერია, რომლის მიზანი იყო რაც შეიძლება სწრაფად შეცვლილიყო წინა სერიები და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერებულიყო. მეოთხე სერიის ბანკნოტები მოქმედებდა 1995 წლის 16 თებერვლამდე. არსებობდა მეოთხედის, ნახევრის, ერთის, ხუთის, ათისა და 20 დინარის ღირებულების ბანკნოტები
მეხუთე სერია
რედაქტირებაქუვეითის ბანკნოტების მეხუთე სერია გამოიყენებოდა 1994 წლის 3 აპრილიდან და მოიცავდა უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიურ ზომებს, რომლებიც ახლა ბანკნოტების სტანდარტად იქცა. იგი გაუქმნდა 2015 წლის 1 ოქტომბერს.
მეხუთე სერიის ქუვეითის ბანკნოტები (,,ჩვენ ღვთის დახმარებას ვეძებთ") | ||
---|---|---|
ავერსი | რევერსი | მნიშვნელობა |
მეოთხედი დინარი | ||
ნახევარი დინარი | ||
1 დინარი | ||
5 დინარი | ||
10 დინარი | ||
20 დინარი |
მეექვსე სერია
რედაქტირებაქუვეითის ცენტრალურმა ბანკმა 2014 წლის 29 ივნისს გამოუშვა ქუვეითის ბანკნოტების მეექვსე სერია. [4] [5] [6] ზოგიერთ მათგანზე დატანილია სპეციალური ხელით ამოსაცნობი ნიშნები, რაც უსინათლოებს მათ ამოცნობაში ეხმარება.
საიუბილეო გამოცემები
რედაქტირება1993 და 2001 წლებში ქუვეითის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა სამახსოვრო 1 დინარიანი პოლიმერული ბანკნოტები ერაყისგან განთავისუფლების აღსანიშნავად. პირველი სამახსოვრო ნოტა, 1993 წლის 26 თებერვლით თარიღდება, რომელიც გამოიცა მისი განთავისუფლების მეორე წლისთავის აღსანიშნავად. წინა მხარეს გამოსახულია ქუვეითის სახელმწიფოს რუკა, ქუვეითის ემბლემა და ნოტის მარცხენა და მარჯვენა მხარეს არის იმ ქვეყნების სია, რომლებიც მის განთავისუფლებას ეხმარებოდნენ, როგორც ინგლისურ, ასევე არაბულ ენებზე. [7] მეორე სამახსოვრო ნოტა, რომელიც თარიღდება 2001 წლის 26 თებერვალით, გამოიცა მისი განთავისუფლების ათი წლისთავის აღსანიშნავად. მასზე გამოსახულია ოპტიკურად ცვლადი გამოსახულება, რომელიც აჩვენებს თითის ანაბეჭდს, ქუვეითის შეჭრისა და ოკუპაციის მსხვერპლთა სამახსოვროდ. [8] მიუხედავად იმისა, რომ ისინი 1 დინარიანად არის ოფიციალურად დასახელებული, ორივე სამახსოვრო აღნიშვნაში ნათქვამია, რომ ეს კუპიურები ვაჭრობისთვის არ გამოიყენება და მხოლოდ სამახსოვრო ხასიათისაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბანკნოტების სურათები და აღწერა (ქუვეითის ახალი ცენტრალური ბანკის ვებსაიტი) დაარქივებული 2014-12-07 საიტზე Wayback Machine.
- ქუვეითის ბანკნოტები (ინგლისურად და გერმანულად)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ New Kuwaiti banknotes due to appear on Sunday designed on bases of beauty, safety. KUNA (28 June 2014). ციტირების თარიღი: 6 July 2014.
- ↑ KWD | Kuwaiti Dinar | OANDA. ციტირების თარიღი: 2020-06-09
- ↑ Linzmayer, Owen (2012) „Kuwait“, The Banknote Book. San Francisco, CA: www.BanknoteNews.com.
- ↑ Ibn, Ifat. Friday Market Kuwait - Gulf Local Classifieds. Friday Market.
- ↑ New Kuwaiti banknotes due to appear on Sunday designed on bases of beauty, safety. KUNA.
- ↑ Arab Times -Leading English Daily in Kuwait. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-21. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
- ↑ Kuwait 1 dinar commemorative banknote (1993) Banknote Museum (banknote.ws). Retrieved on 11 February 2013.
- ↑ Kuwait 1 dinar commemorative banknote (2001) Banknote Museum (banknote.ws). Retrieved on 11 February 2013.