ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, შემოკლებით ოპეკი (ინგლ. Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) — კარტელი, რომელშიც შედიან ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა. ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან ინდონეზია, ეკვადორი და კატარი. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრიაში მდებარეობს.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი, წესდების მიხედვით, მის წევრების ინტერესების, ინდივიდუალური და კოლექტიური, ოპტიმალურად დაცვის საშუალებების გასაზღვრაა, რაც ითვალისწინებს გზებისა და საშუალებების გამონახვას საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად. მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების მუდმივი დაცვა გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაში; ეფექტიანი, ეკონომიური და მუდმივი მიწოდება მომხმარებელი ქვეყნებისთვის, ასევე მომგებიანობის გარანტია კაპიტალზე, მათთვის ვინც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას ახორციელებს.
ოპეკის გავლენა ბაზარზე ყოველთვის მასტაბილიზებელი არ ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს მის მიერ ნავთობის ემბარგოს გამოყენების მცდელობა, რაც მაღალი ინფლაციის მიზეზი გახდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. ოპეკის გავლენა ნავთობის ფასებზე მას შემდეგ შედარებით დაბალია, მექსიკის ყურის, ჩრდილოეთის ზღვის ჭაბურღილების განვითარებისა და ბაზრის მოქნილობის ზრდის გამო. მიუხედავად ამისა, ოპეკი დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის მიწოდებაზე და შესაბამისად მის ფასებზე მსოფლიო ბაზარზე. ეს ორგანიზაცია კარტელის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სასწავლო სახელმძღვანელოებში.
წევრები
რედაქტირებაორგანიზაციას 13 წევრი ჰყავს. ქვემოთ ჩამოთვლილია გაწევრიანების თარიღის მიხედვით.
- ანგოლა (2007)
- ალჟირი (ივლისი 1969)
- გაბონი (1975-1995, 2016)
- ეკვატორული გვინეა (2017)
- კონგოს რესპუბლიკა (2018)
- ლიბია (დეკემბერი 1962)
- ნიგერია (ივლისი 1971)
- ირანი (სექტემბერი 1960)
- ერაყი (სექტემბერი 1960)
- ქუვეითი (სექტემბერი, 1960)
- საუდის არაბეთი (სექტემბერი 1960)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები (ნოემბერი 1967)
- ვენესუელა (სექტემბერი 1960)
- ყოფილი წევრები
ოპეკის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნების უმრავლესობის ოფიციალური ენა არაბულია (შვიდი წევრი ქვეყანა არაბულია). მხოლოდ ერთი წევრი ქვეყნის - ნიგერიის - ოფიციალური ენა არის ინგლისური.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Concise Encyclopedia of Economics: OPEC
- OPEC Timeline by Nicolas Sarkis, from Le Monde diplomatique, May 2006
- The OPEC Fund for International Development (OFID) official site
- Stefan Schaller on OPEC's inability to contol the market დაარქივებული 2015-04-27 საიტზე Wayback Machine.
- Statistics of the fuel oil prices from 2010 to 2011 in Germany დაარქივებული 2012-06-16 საიტზე Wayback Machine.