კატარი
კატარი[ა] (არაბ. قطر), ოფიციალურად კატარის სახელმწიფო (არაბ. دولة قطر დავლათ კატარ) — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარკუნძულზე. სამხრეთიდან ესაზღვრება საუდის არაბეთი, ხოლო ყველა დანარჩენი მხრიდან სპარსეთის ყურე. ჩრდილო-დასავლეთით აქვს საზღვაო საზღვარი ბაჰრეინთან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. დედაქალაქი – დოჰა.
კატარის სახელმწიფო | ||||
---|---|---|---|---|
|
||||
ჰიმნი: „ას-სალამ-ალ-ამირი“ السلام الأميري კატარის ჰიმნი |
||||
|
||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | დოჰა 25°18′ ჩ. გ. 51°31′ ა. გ. / 25.300° ჩ. გ. 51.517° ა. გ. | |||
ოფიციალური ენა | არაბული | |||
მთავრობა | უნიტარული კონსტიტუციური მონარქია | |||
- | ამირა | თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი | ||
- | ამირის მოადგილე | აბდულა ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი | ||
- | პრემიერ-მინისტრი | აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ-თანი | ||
ფართობი | ||||
- | სულ | 11,581 კმ2 (158-ე) | ||
- | წყალი (%) | 0.8 | ||
მოსახლეობა | ||||
- | 2017 შეფასებით | 2,641,669[1] (140-ე) | ||
- | 2010 აღწერა | 1,699,435[2] | ||
- | სიმჭიდროვე | 176 კაცი/კმ2 (76-ე) | ||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასებით | |||
- | სულ | $359.163 მილიარდი[3] (51-ე) | ||
- | ერთ მოსახლეზე | $129,360[3] (1-ლი) | ||
აგი (2014) | 0.850[4] (მაღალი) (32-ე) | |||
ვალუტა | რიალი (QAR ) |
|||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||
ქვეყნის კოდი | QAT | |||
Internet TLD | ||||
სატელეფონო კოდი | +974 |
XX საუკუნეში, ოსმანთა მმართველობის დასრულების შემდეგ კატარი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა და დამნოუკიდებლობა 1971 წელს მოიპოვა. კატარს XIX საუკუნიდან ალ თანის დინასტია მართავს. კატარის სახელმწიფოს დამაარსებელი ჯასიმ ბინ მუჰამად ალ თანია. კატარს მემკვიდრეობითი მონარქები მართავენ და ამისი ემირია ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი. ის წარმოადგენს კონსტიტუციურ[5][6] თუ აბსოლუტურ მონარქიას[7][8][9][10] კამათის საგანს წარმოადგენს. 2003 წელს კონსტიტუცია 98%-იანი მხარდაჭერით მიიღეს.[11][12] 2017 წლის დასაწყისში კატარის მოსახლეობა შეადგენდა 2,6 მილიონს, მათგან 313,000 მოქალაქეს ხოლო 2,3 მილიონი ექსპატრიანტს.[13]
კატარი არის მაღალი შემოსავლის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელსაც ზურგს მსოფლიოს სიდიდით მესამე ბუნებრივი გაზის მარაგი უმაგრებს.[14] მას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს ერთ სულ მოსახლეზე. გაერთიანებული ერების მიერ კატარი შეფასებულია, როგორც ყველაზე მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსის მქონე არაბული ქვეყანა.[15] მისი ზომების მიუხედავად კატარს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. კატარი პირველი არაბული ქვეყანა იქნება, რომელიც უმასპინძლებს მსოფლიო თასს ფეხბურთი (2020-ში).[16]
ეტიმოლოგია
რედაქტირებაI საუკუნეში მოღვაწე რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს კატარებად (Catharrei) მოიხსენიებს, რაც შეიძლება იქ არსებული ცნობილი დასახლებიდან მომდინარეობდეს.[17][18] ერთი საუკუნის შემდეგ პტოლემემ შექმნა ნახევარკუნძულის პირველი ცნობილი რუკა, რომელსაც კატარა უწოდა. რუკაზე დატანილია დასახლება კადარა, რომელიც კუნძულის აღმოსავლეტში მდებარეობს.[18][19] სახელი კატარა აქტიურად გამოიყენებოდა XVIII საუკუნეში,[20] რის შემდეგაც ის საერთაშორისო დასახელებად დამკვიდრდა.[21]
მოსახლეობა
რედაქტირებაეთნიკური ჯგუფები
რედაქტირება2017 წელს, კატარის მოსახლეობა მიაღწია 2.6 მილიონს, მათ შორის არაკატარელები შეადგენენ უმრავლესობას. მარტო 313 ათასი კატარელი ცხოვრობს კატარში და შეადგენს მოსახლეობის 12 %. სამხრეთ აზიელი იმიგრანტები წარმოადგენენ მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს, დაახლოებით 60%. მათ შორის ინდოელები არიან 650.000, ნეპალელები - 350.000, ბანგლადეშელები - 280.000, 145.000 შრი-ლანკელები, პაკისტანელები - 125.000. სხვა ეთნიკური ჯგუფები არიან ფილიპინელები (260.000), ეგვიპტელები (200.000) და ევროპელი და არაბი ემიგრანტები.
ენა
რედაქტირებაარაბული ენა არის სახელმწიფო ენა, კატარული არაბულით როგორც ადგილობრივი დიალექტი. ინგლისური ენა არის ხშირად გამოყენებული როგორც მეორე ენა და არის ეთნიკური კატარელების და არაკატარელების საერთო ენა. ქვეყანაში, სხვა ენაზეც მეტყველებენ, მათ შორისაა: ბელუჯური ენა, ჰინდი ენა, ტამილური ენა, სინჰალური ენა, მალაიალამური ენა, პუშტუ, ურდუ, ინდონეზიური ენა, ტაგალური ენა და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Amiri Diwan (მთავრობის ოფიციალური გვერდი).
- კატარი საიტზე Curlie
- Qatar - BBC News.
- ვიკიმედია-ატლასი: კატარი — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- Key Development Forecasts for Qatar - International Futures.
- Legal Portal დაარქივებული 2012-12-04 საიტზე Wayback Machine.
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ ასევე გავრცელებულია მცდარი ფორმა ყატარი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Population structure. Ministry of Development Planning and Statistics (31 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2018.
- ↑ Populations. Qsa.gov.qa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2010. ციტირების თარიღი: 2 October 2010.
- ↑ 3.0 3.1 World Economic Outlook Database, October 2017 – Report for Selected Countries and Subjects. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). ციტირების თარიღი: 1 October 2017.
- ↑ 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2015). ციტირების თარიღი: 14 December 2015.
- ↑ BBC News, How democratic is the Middle East?, 9 September 2005.
- ↑ United States Department of State Country Reports on Human Rights Practices for 2011: Qatar, 2011.
- ↑ US State Dept's Country Political Profile – Qatar.
- ↑ Gardener, David. „Qatar shows how to manage a modern monarchy“. Financial Times.
- ↑ „The World Factbook“. CIA Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07. ციტირების თარიღი: 2018-03-05.
- ↑ „Canada – Qatar Bilateral Relations“. კანადის მთავრობა.
- ↑ IFES Election Guide – Elections: Qatar Referendum Apr 29 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 5 June 2017.
- ↑ Qatar 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 5 June 2017.
- ↑ Population of Qatar by nationality – 2017 report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 February 2017.
- ↑ Indices & Data | Human Development Reports. United Nations Development Programme (14 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2013. ციტირების თარიღი: 27 June 2013.
- ↑ Qatar human development.
- ↑ Paul Rhys in Doha. Blatter reaches out to Arabia. Aljazeera.com. ციტირების თარიღი: 30 December 2013.
- ↑ Casey, Paula; Vine, Peter (1992) The heritage of Qatar. Immel Publishing, გვ. 17.
- ↑ 18.0 18.1 History of Qatar. Qatar Statistics Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 11 May 2015.
- ↑ Maps. Qatar National Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 11 May 2015.
- ↑ Hazlitt, William (1851). The Classical Gazetteer: A Dictionary of Ancient Geography, Sacred and Profane. Whittaker & co..
- ↑ About us. Katara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 July 2015. ციტირების თარიღი: 11 May 2015.