დოჰა
დოჰა (الدوحة) — კატარის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. ნავსადგური სპარსეთის ყურის ნაპირზე, კატარის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 956 460 ადამიანს.[1] ქალაქში განლაგებულია ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების შტაბ-ბინები, როგორებიცაა: „Qatar Petroleum“, „Qatargas“ და „RasGas“. ჰავა მეტად ცხელია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 38° C-ზე მაღალია, ნალექებიც იშვიათია. ზაფხულში ტემპერატურა უდრის 50° C-ს, ზოგჯერ უფრო მეტს. ზამთარი თბილია, ამ დროს ჰაერის ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის 7° C-ზე დაბლა.
ქალაქი | |
---|---|
დოჰა الدوحة | |
ქვეყანა | კატარი |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 25°17′12″ ჩ. გ. 51°32′00″ ა. გ. / 25.28667° ჩ. გ. 51.53333° ა. გ. |
დაარსდა | 1825 |
ფართობი | 132 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
მოსახლეობა | 956,460 კაცი (2015) |
სიმჭიდროვე | 7,200 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +974 |
ოფიციალური საიტი | https://visitqatar.com/fr-fr/about-qatar/doha |
დოჰა დაარსდა 1820-იან წლებში. იგი ქვეყნის დედაქალაქად ოფიციალურად 1971 წელს გამოცხადდა, როდესაც კატარმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ბრიტანეთის პროტექტორატისგან.[2] როგორც კატარის კომერციული დედაქალაქი და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი განვითარებადი ფინანსური ცენტრი, გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიერ, დოჰა ითვლება ბეტა დონის გლობალურ ქალაქად.
ქალაქმა უმასპინძლა არაერთ სპორტულ ღონისძიებას, მათ შორის, 2006 წლის აზიის თამაშებს, 2011 წლის პან-არაბულ თამაშებსა და 2011 წლის AFC აზიის თასს. 2011 წლის დეკემბერში, მსოფლიო ნავთობპროდუქტების საბჭომ დოჰაში ჩაატარა ნავთობის მე-20 მსოფლიო კონფერენცია.[3]
დემოგრაფია
რედაქტირებაკატარის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს დოჰასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.[4] მოსახლეობის სიმჭიდროვე მეტად მერყევია და მერყეობს 20 000 ადამიანი კმ²-დან 25 ადამიანი კმ²-მდე.[5] დოჰაში მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იზრდება, ძირითადად მიგრანტების გამო, რომლებიც ქალაქში ყოველთვიურად ჩამოდიან.[6] ქალაქის მოსახლეობა დღესდღეობით დაახლოებით მილიონია, რაც უწინდელთან შედარებით მკვეთრად მეტია. 2000 წლიდან 2010 წლამდე შუალედში მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა.[2]
ეთნიკურობა და ენები
რედაქტირებაშეიძლება ითქვას, რომ დოჰას მოსახლეობა აბსოლუტურად შედგება უცხოელებისაგან, ამიტომაც ყატარის მოქალაქეები უმცირესობას წარმოადგენენ. ადამიანთა უდიდესი ნაწილი კატარში მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან, ძირითადად ინდოეთიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკადან, ნეპალიდან, ფილიპინებიდან და ბანგლადეშიდან. სხვები ასევე ჩამოდიან ლევანტის არაბული ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და აღმოსავლეთ აზიიდან.[7]
არაბული არის კატარის ოფიციალური ენა. ინგლისური ენა ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც მეორე ენა.[8][9] ვინაიდან დოჰაში ემიგრანტთა დიდი რაოდენობაა, ფართოდ გამოიყენება სასაუბროდ ისეთი ენები როგორებიცაა: მალაიალამური, ტამილური, ბენგალური, ტაგალური, ესპანური, სინჰალური, ფრანგული, ურდუ და ჰინდი.[7]
რელიგია
რედაქტირებადოჰას მაცხოვრებლების უმრავლესობა მუსლიმია.[10] კათოლიკეები დოჰაში 150 000-იანი ქრისტიანი მოსახლეობის 90% -ს შეადგენენ.[11] პირველი კათოლიკური ეკლესია დოჰაში გაიხსნა 2008 წლის მარტში. ეკლესიის სტრუქტურა დისკრეტულია და შენობის გარედან არ არის ნაჩვენები ქრისტიანული სიმბოლოები.[12] დოჰაში ასევე არის სხვა რამდენიმე ეკლესია.
ეკონომიკა
რედაქტირებადოჰა არის კატარის ეკონომიკური ცენტრი. ქალაქში არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბი, მათ შორის ქვეყნის ყველაზე დიდი ნავთობისა და გაზის კომპანიების, როგორებიცაა: „Qatar Petroleum“, „Qatargas“ და „RasGas“. დოჰას ეკონომიკა დგას ქვეყნის მიერ მოპოვებულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე და შეიძლება ითქვას რომ ეს რესურსებია მთავარი ქვეყნის ეკონომიკისათვის.[13]
მე-20 საუკუნის ბოლოდან მთავრობამ წამოიწყო მრავალი გეგმა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, რათა შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის რესურსებზე. დოჰას საერთაშორისო აეროპორტი აშენდა იმისთვის, რომ დაეხმაროს ქალაქის დივერსიფიკაციას ტურიზმში.[13] ახალი აეროპორტი ყოფილზე თითქმის ორჯერ დიდია და ამ აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ასაფრენი ბილიკი აქვს. 2011 წელს ქალაქში აშენებდნენ ოცდაცხრამეტ ახალი სასტუმროს.[14]
დოჰას მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო, შესაბამისად მოთხოვნა იზრდება საცხოვრებელ სახლებზეც, ამიტომაც ეს მათი ფასების მნიშვნელოვნად ზრდას იწვევდა 2014 წლამდე. [15] უძრავი ქონების ფასები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც კატარმა მოიპოვა უფლება 2022 წლის FIFA მსოფლიო თასის მასპინძლობაზე.[16] „Al Asmakh“-მა, ყატარის უძრავი ქონების ფირმამ, 2014 წელს გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც 2008 წელთან შედარებით ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი. 2013-2014 წლებში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა 5-დან 10% -მდე.[15][17] მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ნავთობის ფასი შემცირდა და კატარს მეზობლებთან გარკვეული დიპლომატიური უთანხმოება ჰქონდა, რამაც შეანელა მოსახლეობის ზრდა, თუმცა მთავრობამ ეს პრობლემა მოაგვარა.[18]
ემიგრანტმა მომუშავეებმა ქვეყნიდან გააგზავნეს დაახლოებით 60 მილიარდი ამერიკული დოლარი 2006-დან 2012 წლამდე, ხოლო მათი გზავნილების 54 პროცენტი მოდიოდა აზიის ქვეყნებზე, რასაც მოჰყვებოდა არაბული სახელმწიფოები, რომლებიც თითქმის 28%-ს შეადგენდნენ. ინდოეთი გზავნილების მთავარი დანიშნულების წერტილი იყო, შემდეგ მოდიოდა ფილიპინები, ხოლო მათ აშშ, ეგვიპტე და მეზობელი არაბთა გაერთიანებული საამიროები მოჰყვებოდნენ.[19] ფულადი გზავნილები 2014 წელს შეადგენდა 11,2 მილიარდ აშშ დოლარს, რაც კატარის მშპ-ს 5,3% შეადგენდა.[20]
განათლება
რედაქტირებადოჰა არის ქვეყნის საგანმანათლებლო ცენტრი და სასწავლო დაწესებულებების უმეტესობაც აქ მდებარეობს.[21] 1952 წელს დოჰაში გაიხსნა პირველი ოფიციალური სკოლა, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ ბიჭებისათვის. სამი წლის შემდეგ პირველი ოფიციალური გოგონების სკოლაც გაიხსნა.[22] პირველი უნივერსიტეტი, ყატარის უნივერსიტეტი, გაიხსნა 1973 წელს.[23] უნივერსიტეტში იყო ცალკეული ფაკულტეტები ქალთა და მამაკაცთათვის.[24]
14 კვადრატულ კილომეტრიანი განათლების კომპლექსების მშენებლობა, დაიწყო 2000 წელს მოგებაზე არგათვლილმა ორგანიზაცია „Qatar Foundation“- მა.[25] გეგმის თანახმად სულ განთავსდა რვა უნივერსიტეტი, ქვეყნის უმაღლესი სკოლა და ოფისები ბავშვთა სატელევიზიო არხისთვის.[25]
2009 წელს, მთავრობამ წამოიწყა მსოფლიო ინოვაციების სამიტზე (WISE), გლობალური ფორუმი, რომელიც აერთიანებს განათლებით დაინტერესებულ მხარეებს მთელი მსოფლიოდან, საგანმანათლებლო საკითხების განსახილველად.[26] პირველად ეს ღონისძიება გაიმართა დოჰაში, 2009 წლის ნოემბერში.[27]
ტრანსპორტი
რედაქტირებაგზები
რედაქტირებაქალაქში მეტად ვრცელი საგზაო სისტემაა. დღესდღეობით იგეგმება მათი განახლება, კერძოდ, სამუშაოები მოიცავს გზისა და გზატკეცილების გაფართოებას, ქარიშხლისგან დამცავი და ჩამდინარე წყლების სისტემების მოწყობას, საგზაო განათებების განახლებასა და სხვა მაღალი უსაფრთხოების სისტემების დანერგვას.
სარკინიგზო ტრანსპორტი
რედაქტირებადოჰას მეტრო სრულად ფუნქციონირებს და შედგება ოთხი ხაზისგან, ესენია: წითელი ხაზი, ოქროს ხაზი, ცისფერი ხაზი და მწვანე ხაზი. ცისფერი ხაზი დასრულების პროცესშია, იმყოფება მეორე ფაზაში და სავარაოდოდ დასრულდება 2025 წელს.[28]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Projects in Doha and major construction and architectural developments
- Information and History of Doha დაარქივებული 2006-01-15 საიტზე Wayback Machine.
- Doha Shopping Malls დაარქივებული 2009-10-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Doha 2016 Summer Olympics Bid. Gamesbids.com. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica. Doha – Britannica Online Encyclopedia. Britannica.com. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
- ↑ Welcome to the 20th World Petroleum Congress. 20wpc.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-10. ციტირების თარიღი: 2013-07-29.
- ↑ Marco Dilenge. Dubai and Doha: Unparalleled Expansion. Crown Records Management UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
- ↑ Facts and figures. lusail.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
- ↑ De Bel-Air, Françoise (2017). Demography, Migration, and the Labour Market in Qatar. European University Institute and the Gulf Research Center. GLMM - EN - No. 3/2017.
- ↑ 7.0 7.1 Socio-geographic map of Doha. Qatar Computing Research Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
- ↑ Baker, Colin; Jones, Sylvia Prys (1998) Encyclopedia of Bilingualism and Bilingual Education. Multilingual Matters, გვ. 429. ISBN 978-1853593628.
- ↑ Guttenplan, D. D. (11 June 2012). „Battling to Preserve Arabic From English's Onslaught“. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 November 2013.
- ↑ Religious demography of Qatar. US Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
- ↑ Shabina Khatri. (20 June 2008) Qatar opens first church, quietly. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
- ↑ Sonia Verma (14 March 2008). „Qatar hosts its first Christian church“. The Times. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
- ↑ 13.0 13.1 (2006) Cities of the Middle East and North Africa: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO, გვ. 138. ISBN 978-1576079195.
- ↑ Bullivant, Lucy (2012). Masterplanning Futures. Routledge, გვ. 59. ISBN 978-0415554473.
- ↑ 15.0 15.1 Peter Kovessy. (23 June 2014) Reports: Housing supply not keeping up with population rise. Doha News. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
- ↑ Rohan Soman. (13 May 2013) Real estate prices in Qatar skyrocket. BQ Doha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
- ↑ Qatar Real Estate Report Q1 2014. Al Asmakh Real Estate Firm (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
- ↑ Kerr, Simeon (17 October 2019). „Qatar pins growth hopes on domestic renewal“. Financial Times. ციტირების თარიღი: 2020-03-21.
- ↑ Expatriates Remit $60bn in 7 years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2013-05-06
- ↑ World Bank Group (2016). Migration and Remittances Factbook 2016, 3rd, World Bank. DOI:10.1596/978-1-4648-0319-2. ISBN 9781464803208.
- ↑ Abdulla Juma Kobaisi. The Development of Education in Qatar, 1950–1970. Durham University. ციტირების თარიღი: 17 June 2015.
- ↑ Abu Saud, Abeer (1984). Qatari Women: Past and Present. Longman Group, გვ. 173. ISBN 978-0582783720.
- ↑ Qatar University. Qatar e-government. ციტირების თარიღი: 27 May 2015.
- ↑ Abu Saud (1973), p. 173
- ↑ 25.0 25.1 Simeon Kerr (20 October 2013). „Doha’s Education City is a boost for locals“. Financial Times. ციტირების თარიღი: 17 July 2015.
- ↑ World Innovation Summit for Education (WISE) 2014. UNESCO. ციტირების თარიღი: 25 June 2015.
- ↑ The 2009 World Innovation Summit for Education (WISE) convened November 16-18, in Doha, Qatar under the theme "Global Education: Working Together for Sustainable Achievements". WISE Qatar. ციტირების თარიღი: 25 June 2015.
- ↑ Laying the foundations in Qatar. Trenchless International (4 July 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 2 September 2018.