ბენგალური ენა
(გადამისამართდა გვერდიდან ბენგალური)
ბენგალური ენა — ბენგალელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდოარიული ჯგუფის ენებს. დამწერლობა მომდინარეობს ბრაჰმიდან.
ზოგადი ცნობები
რედაქტირება- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 185 მლნ
- ენის კოდი: bn
- სახელწოდება: bn - Banla; en - Bengali; en - Bengala
- დამწერლობა: ბენგალური
ამ ენას ორი დიალექტური ჯგუფი აქვს - დასავლური და აღმოსავლური. ბენგალურ ენის ისტორიაში, რომელიც წერილობითი ძეგლებით X-XII სს-დან აღიწერება, გამოიყოფა 3 პერიოდი: ძველბენგალური, საშუალობენგალური (XIV ს-დან) და ახალბენგალური (XVIII ს-ის ბოლოდან). ბენგალურ ენაზე წერდა რაბინდრანათ თაგორი.
სტატუსი
რედაქტირებაოფიციალური ენა:
- ბანგლადეში
- ინდოეთი - სხვა 15 ენასთან ერთად.
ლექსიკა
რედაქტირებაფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Nomoskaar; Aadaab
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Shagatom
- გმადლობთ - Dhanyabad; Ozasro dhanyabad
- კი / არა - Ha; Ji; Ji ha / Na
- გეთაყვა - Doya kore; Onugraha kore
- ნახვამდის - Nomoskaar; Shubho bidai
რიცხვები
- 1 - ek, 2 - dui, 3 - tin, 4 - cha:ri, 5 - pã:ch, 6 - ch'ay, 7 - sa:t, 8 - a:t, 9 - nay, 10 - dash
ლიტერატურა
რედაქტირება- Thompson, Hanne-Ruth (2012). Bengali[მკვდარი ბმული]. Volume 18 of London Oriental and African Language Library. John Benjamins Publishing. ISBN 90-272-7313-8.
- Dasgupta, Probal (2003). Bangla. In George Cardona and Dhanesh Jain, (eds) The Indo-Aryan languages. London/New York: Routledge, 351–390.