ახლო აღმოსავლეთი — ტერმინი, რომელსაც ხშირად არქეოლოგები და ისტორიკოსები იყენებენ, ბოლო დროს ჟურნალისტები და კომენტატორებიც, და მიუთითებს რეგიონზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ისრაელს, პალესტინის ტერიტორიებს, იორდანიას, სირიასა და ლიბანს, ასევე მცირე აზიას (თანამ. თურქეთი), მესოპოტამიას (ერაყი და აღმ. სირია) და ირანის პლატო (ირანი, ავღანეთი და დას. პაკისტანი). ალტერნატიულად ასევე არსებობს ტერმინი შუა აღმოსავლეთი, რომელსაც უფრო ნაკლებად გასაზღვრული საზღვრები აქვს და ამიტომ არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ ნაკლებად გამოიყენება. კიდევ ერთი ალტერნატიული, არა-ევროცენტრისტული ტერმინი, რომელიც ბოლო დროს აღმოცენდა არის „სამხრეთ-დასავლეთი აზია“, თუმცა ეს ჯერჯერობით არც თუ ისე პოპულარულია.

ახლო აღმოსავლეთი
  თანამედროვე არქეოლოგიური და ისტორიული კავშირი ახლო აღმოსავლეთთან
  უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთი
ოსმალეთის იმპერია. ახლო აღმოსავლეთი
ოსმალეთის პორტა. სტუმრობის ცერემონია. ნახატი

ეგვიპტე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, მიმოიხილება როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ნაწილი. ეს ფაქტი განპირობებულია ეგვიპტის მნიშვნელოვანი კავშირებით ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ქვეყნებთან უძველესი, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის პერიოდებში.

ისტორია რედაქტირება

ახლო აღმოსავლეთმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისტორიაში. აქ წარმოიქმნა მიწათმოქმედება და ქალაქები. აქვე შეიქმნა დამწერლობა და სამი დიდი რელიგია — იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი.

დაახლოებით ძვ.წ. 5000 წელს მესოპოტამიის ერთ-ერთ რეგიონში, მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებში მდებარე შუმერში (დღევანდელი ერაყი) უძველესი ცივილიზაცია აღმოცენდა. შუმერებმა დიდი ქალაქები და არხები ააგეს და დამწერლობის ერთ–ერთი უპირველესი სახეობა — ლურსმული დამწერლობა შექმნეს. დაახლოებით ძვ.წ. 3000 წლისათვის ნილოსის ნაპირზე დიდი ეგვიპტური ცივილიზაციაც გაიფურჩქნა.

ოსმალეთის იმპერია რედაქტირება

არაბეთის იმპერიის დიდი ნაწილი ოსმალებმა მიისაკუთრეს, რომლებიც კიდევ ერთი მძლავრი მუსლიმანი ხალხი იყო. ოსმალეთის იმპერიამ თავის მწვერვალს XVI-XVII საუკუნეებში მიაღწია, ხოლო XIX საუკუნეებში რღვევა დაიწყო. ზოგიერთი რეგიონები, სადაც არაბები ცხოვრობდნენ, მაგალითად, არაბეთი, დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, სხვებს კი, მათ შორის — სირიას, ლიბანს, იორდანიასა და ერაყს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე ევროპელები განაგებდნენ.

რომის იმპერიის ბატონობის ხანაში ებრაელები სამშობლოდან განდევნეს და ისინი მთელ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გაიფანტნენ. XX საუკუნეში ევროპელ პოლიტიკოსთა დაპირებებით შეგულიანებული ბევრი ებრაელი დაბრუნდა იმ რეგიონში, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. ზოგიერთი კი აქ ნაცისტურ გერმანიაში დაწყებულ ებრაელთა დევნას გამოექცა.

ისრაელი და ნავთობი რედაქტირება

1948 წელს გაერომ ებრაელებს საკუთარი სახელმწიფოს — ისრაელის — შექმნის ნება დართო, თუმცა ამ ტერიტორიაზე უკვე არაბები სახლობდნენ და იქაურობას პალესტინას ეძახდნენ. გაჩაღდა ომი. პალესტინელებს ეგვიპტემ, სირიამ და იორდანიამ დაუჭირა მხარი. ისრაელმა ამერიკული ფულისა და იარაღის დახმარებით სამჯერ დაამარცხა არაბები (1948–1949, 1967 და 1973) და არაბული მიწების ოკუპირება მოახდინა.

ევროპელებმა დატოვეს ახლო აღმოსავლეთი და მისი ტერიტორია რამდენიმე სახელმწიფომ გაინაწილა, პალესტინელ არაბებს კი წასასვლელი არსად ჰქონდათ. ისინი ლტოლვილებად იქცნენ და სიღატაკეში ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა არაბები ლიბანისა და სირიის სამხედრო ბაზებიდან ტერორისტული ხერხებით ებრძოდნენ ებრაელებს. პალესტინელებმა იასირ არაფატის მეთაურობით მხოლოდ 1990-იან წლებში მიიღეს იმ რეგიონების მმართველობაში მონაწილეობის უფლება, სადაც ცხოვრობენ.

ნავთობი რედაქტირება

ნავთობის აღმოჩენამ ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოს უზარმაზარი სიმდიდრე და ძალაუფლება მოუტანა. საუდის არაბეთი სადაც მუსლიმანთა წმინდა ქალაქები — მექა და მედინა — მდებარეობს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრეს ქვეყნად იქცა. ერაყის დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა ნავთობის გაყიდვით მიღებული ფულით იარაღი იყიდა და ირანისა (1980-1988) და ქუვეითის (1990-1991) წინააღმდეგ ომები გააჩაღა. 2003 წელს აშშ-მ და ბრიტანეთმა ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის უკანონოდ ფლობაში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ ომი წამოიწყეს, რომლის დროსაც იგი ჩამოაგდეს.

ზოგიერთი სააგენტოების მიერ ახლო აღმოსავლეთად მიჩნეული სახელმწიფოები რედაქტირება

ქვეყანა აშშ-ის
სახ. დეპარტ.
WINEP LC
ავღანეთი
ალჟირი
ბაჰრეინი
კვიპროსი
ეგვიპტე
სომხეთი
აზერბაიჯანი
ირანი
ერაყი
ისრაელი
იორდანია
ქუვეითი
ლიბანი
ლიბია
მავრიტანია
მაროკო
ომანი
პალესტინის ტერიტორიები
კატარი
საუდის არაბეთი
სირია
ტუნისი
თურქეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ყაზახეთი
უზბეკეთი
თურქმენეთი
ტაჯიკეთი
ყირგიზეთი
იემენი

ლეგენდა: შედის; ✗ არ შედის

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება